საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ სააგენტო FranceInfo იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 94 წლის პოლიტიკოსი 15 ნოემბერს ტურის კლინიკაში გადაიყვანეს. რა გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. სექტემბერში საფრანგეთის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში ფილტვების ინფექციით მოხვდა, თუმცა კლინიკა რამდენიმე დღეში დატოვა. ვალერი ჟისკარ დ’ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-1981 წლებში იკავებდა.