დონალდ ტრამპი 12 ნოემბერს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას აპირებდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ მრჩევლებს თეთრ სახლში მას შემდეგ შეხვდა, რაც საერთაშორისო ინსპექტორებმა ირანის მიერ ბირთვული მასალების მარაგის უმნიშვნელო გაზრდის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
NYT-ის ცნობით, მრჩევლებმა ტრამპი დაარწმუნეს, რომ პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისა და სამხედრო ესკალაციის სცენარი სერიოზულ საფრთხეებს შეიცავდა.