მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკებების კარი ღიაა, ეს შედის საზოგადოებრივ, სახელმწიფო ინტერესში და ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის დაკეტვას

მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკებების კარი ღიაა, ეს შედის საზოგადოებრივ, სახელმწიფო ინტერესში და ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის დაკეტვას

როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და წაყენებულია ულტიმატუმი, ასეთ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს, თუ ეს ულტიმატუმი და რადიკალური პოზიცია არ შეიცვალა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მიდგომის მიუხედავად მოლაპარაკებების მაგიდასთან რჩება.

„მოლაპარაკებების კარი ღიაა. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ამის მიუხედავად ვრჩებით, იმიტომ რომ ეს შედის საზოგადოებრივ, სახელმწიფო ინტერესში და ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის დაკეტვას ნებისმიერი მათი გზავნილის მიუხედავად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ულტიმატუმის ენა და საკითხები, რომელიც არის რადიკალური და პერსპექტივაში კონსენსუსამდე და კომპრომისამდე ვერ მიგვიყვანს, არ უნდა იყოს დაყენებული", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ „ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციური დღის წესრიგიდან გასვლა, პარლამენტში შესვლა და მუშაობის დაწყება.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა"და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიპლომატური კორპუსის ჩართულობით 12 ნოემბერს დაიწყო.