2020 წლის ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა მეტად სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობის სამართლებრივი საფუძველი,- საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 5%-დან 1%-მდე შემცირების გარდა, ასევე ამოქმედდა 40 პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმი, რომელზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას.
აქვე ვკითხულობთ, რომ დამატებითი საკანონმდებლო რეფორმები შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, საარჩევნო სამართალდარღვევათა გადაწყვეტის ვადებს, პარტიის აქტივისტების მხრიდან არჩევნების დღეს დაშვებული აქტივობების შეზღუდვას, საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსარგებლე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და რეგულაციებს COVID-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით.
,,2020 წლის ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა მეტად სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ცვლილებები ინკლუზიური და მრავალფეროვანი პარლამენტის ფორმირებას ისახავდა მიზნად და გულისხმობდა 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული მანდატების ნაცვლად, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრისგან შემდგარი პარლამენტის ფორმირებას. გარდა ამისა, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 5%-დან 1%-მდე შემცირდა. ასევე, ამოქმედდა 40 პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმი, რომელზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. დამატებითი საკანონმდებლო რეფორმები შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, საარჩევნო სამართალდარღვევათა გადაწყვეტის ვადებს, პარტიის აქტივისტების მხრიდან არჩევნების დღეს დაშვებული აქტივობების შეზღუდვას, საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსარგებლე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და რეგულაციებს COVID-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით“,- ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.