ფილიპინებზე ციკლონ „ვამკოს“ სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ციკლონს ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთით მძვინვარებდა. შედეგად 26 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა. ამასთან, ბოლო 4 კვირის განმავლობაში უკვე მეექვსე ციკლონია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.