ბიულეტენების 99,62%-ის დათვლის შემდეგ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ექსპრემიერი და პროევროპული ძალების წარმომადგენელი მაია სანდუ ლიდერობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,52% მოიპოვა, მის მეტოქე იგორ დოდონს კი ხმა ამომრჩევლების 42,48%-მა მისცა. არჩევნებზე აქტივობამ 52,76% შეადგინა, ხმა 1,6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა.
მაია სანდუ, რომელიც მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია, მოლდოვასა და ევროპას შორის მჭიდრო კავშირის მომხრეა, იგორ დოდონს კი ღიად უჭერს მხარს ოფიციალური მოსკოვი.