დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას კვლავ არ აღიარებს

დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას კვლავ არ აღიარებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი თვლის, რომ არჩევნები მოიგო. „არჩევნებში მე გავიმარჯვე", - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ის გვერდზე. ტრამპის პოსტს პლატფორმაზე არასარწმუნო ინფორმაციის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენი უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. დონალდ ტრამპი ამ დრომდე აცხადებს, რომ არჩევნები კონსტიტუციის უხეში დარღვევით ჩატარდა.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც საჭირო ხმების რაოდენობას (270)აღემატება.