საფრანგეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო, მისი ამჟამინდელი ფორმით გააკრიტიკა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც ემანუელ მაკრონმა გამოცემა Grand Continent-თან ინტერვიუში განაცხადა, ამ დროისთვის უშიშროების საბჭო „არანაირ სასარგებლო გადაწყვეტილებას არ იღებს“.
მისივე თქმით, ევროპას უფრო მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება, მათ შორის თავდაცვის საკუთხებში. „შეერთებული შტატები პატივს გვცემს ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, თუ სერიოზულად მოვეკიდებით საკუთარ პოზიციას და თუ ჩვენი სუვერენიტეტი გვექნება ჩვენს თავდაცვის საკითხებზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აკეთებს შეერთებული შტატები საკუთარი თავისთვის, ისევე როგორც ჩინეთი აკეთებს ამას საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.