“ახლა კი ხვდება კელი დეგნანი, რომ ნამეტანი უხეირო ფასილიტაცია გამოუვიდა 8 მარტს, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლია, ისაა, რომ მაიკ პომპეოს აღარ აატკივებს აუტკივარ თავს - სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას არ შეხვდება, ასეთი ოპოზიციის აზრი მისთვის საინტერესო არ არის. თუმცა, მე თუ მკითხავთ, კეთილი უნდა ინებოს და უნდა შეხვდეს, ნახოს ერთი რა გოგო-ბიჭები არიან და დარწმუნდეს, რომ ტრამპზე მეტი ამბიცია აქვთ - გადათვლა და გასაჩივრება კი არა, ხელახალ არჩევნებსაც არ აღიარებენ თუ ძალაუფლებას ვერ მიიღებენ.
არჩევნებამდე გამართული ბოლო სამი ბრიფინგიდან, ხელისუფლებამ ცხადი გახადა რაც დაიწყებოდა პირველ ნოემბერს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც ამ დღეებმა დაგვანახა, მაინც ის მონობაა, რომელიც ასე აკავშირებს ამ გახრწნილ ძალასთან დანარჩენ ჭიაღუა პარტიებს. ამ მართლა ჭიაღუებს ჰგონიათ, რომ საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, ვიდრე ხმათა რაოდენობაში გამოხატა ხალხმა, და ისე უპატივცემულოდ ექცევიან იმ თითო-ოროლა პროცენტს, გეგონება ამომრჩეველმა კი არა, ნინო ბურჯანაძემ გაუნაწილა ლარიანი რეპუტაციიდან (?!)
ტელევიზიებში კი გვრგვინავენ, მაგრამ, რეალურად, ეს თოთო ბავშვები იმდენად უმწიფარ პოლიტიკურ კლასს ქმნიან, რომ ჩვენი საქმე მართლა ცუდადაა. ისე იქცევიან, თითქოს წინასწარ არ იცოდნენ იმ ოცდაათ მაჟორიტარულ ოლქს ვინ მოიგებდა და გეგონება მათთვის უნდოდა სააკაშვილს მინისტრთა კაბინეტის ის პორტფელები, რომლებსაც ახლაც კი ებღაუჭება ხელახალი არჩევნების იდეაში. ამ გოიმებს რაციონალიზმზე მეტი სიჯიუტე აქვთ, არადა პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი - თუკი ნაციონალები და ევრონაციონალები პარლამენტში არ შევლენ, თუკი ეს გათახსირებული ძალა მთავარ ოპოზიციურ ნიშას დათმობს და თუკი ამასობაში თვითონ გამართავენ საპარლამენტო ოპონირების მასტერკლასს, 2024-ის ტორტი ვის შეხვდება, ძნელი მისახვედრია?
რა უნდა ელაპარაკო ამის შემდეგ ვითომ რაციონალურ "გირჩს", ან პრაგმატიკოსების "ლელოს" და ან კიდევ სტრატეგიას, რომელსაც აღმაშენებელი დაარქვა ტიპმა და ამ დროს მზადაა გრიგოლ ვაშაძისეულ "ყავისფერ სუბსტანციაში" მოკალათდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ სუბსტანციის სამადაშვილისეულ ინტერპრეტაციაზე (?!)
აღმაშენებელს ედრებიან და ქვეყანას ანაწევრებენ, მერე უცხოეთში გარბიან, შემდეგ იქიდან ღალატობენ ამ ქვეყანას და მათ შთამომავალს რომ უთხრა - ვიდრე პრემიერობამდე მიხვალ, საპარლამენტო გორგოლაჭებზე დატრიალდი, ერთი წამით შემახედე სავარძელი როგორ გაქვსო, გიჟდებიან - რას ქვიაო, პრემიერად გამიშვით თორე კელი დეგნანთან წავალო. წახვალ თორე, შენც ახლა პომპეუ'სის ხიდი არ დაგიწვას ივანიშვილმა.
რადგან ტელევიზორზე უკეთესად ამათ გაჭირვებას მე ვერ მოვყვები, ზემო იმერეთის ნიავზე გიამბობთ ორიოდე სიტყვით და ამით მოვრჩები. გრიგოლიჩის საოცარი დემოკრატიის გაშარჟება ხო ნარატიული პონტია თითქოს, მაგრამ, როგორც გახარია იტყოდა - შეხედეთ:
თამარ ჟვანია არასამთავრობო სექტორის დაჟინებული კანდიდატურაა და ამაზე მეტი დემოკრატია არ არსებობს ამ კუთხით; სახალხო დამცველის კუთხეც გეცოდინებათ, არაფერი გამოგეპარებათ თქვენ; ქართული ოცნების ყველა საკანონმდებლო რეფორმა მოწონებული და აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ხოლო საარჩევნო რეფორმის დეტალები დაზუსტებულია საერთაშორისო ფასილიტატორების უშუალო მონაწილეობით; საქართველოს კონსტიტუცია ყველა დროის საოცარი დემოკრატიების პირმშოა და თან ეროვნული ფენომენია ამავდროულად, ხოლო მისი ავტორი, მავანთათვის ასე საძულველი, კონსტიტუციონალისტი - ირაკლი კობახიძეა; პროპორციული სისტემა ივანიშვილის 2012 წლის დაპირებაა, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტში თახსირებმა და ჭიაღუებმა ერთად დაბლოკეს, ხოლო 1 % - იანი ბარიერი მისი პირადი ფეშქაშია დემოკრატიისთვის მირთმეული, რომელსაც კენჭისყრაზე ხმა არ მისცეს თახსირებმა და სწორედ მაშინ გააწნეს კელი დეგნანს ჭკუის სასწავლებელი სილა. მაგრამ, მას შემდეგ ვირისა და წიხლის ანდაზა გაუგია ქალბატონ დეგნანს და მაიკ პომპეოსთვისაც მოუყოლია ამასობაში, პომპეოს გულიანად უცინია ქართულ კლასიკაზე და დიპლომატიურად უნუგეშებია - წიხლზე ნუ იფიქრებ მაინც და მაინც, მაგ სილაზე ვირისა და ხურმის ანდაზა უფრო მიდისო.
საბოლოოდ კი, ხელახალი არჩევნების მხურვალე მხრადმჭერი ვარ - ბარემ ორმოცსაც გადავუხდიდით ახალ წლამდე და დავიწყებდით მართლა ახალ ცხოვრებას, მაგრამ დემოკრატია პროცედურულად ახრჩობს, და არა ჩემს ჭკუაზე. ხოლო ჩემი ჭკუით, აი, ეს ფოტო განასახიერებს ივანიშვილის დღევანდელ მედიდურობას უზუსტესად - შეხედეთ ამათ, და მერე ვილაპარაკოთ რამდენიც გინდათ”.
აურიეს ტელევიზიებმა დასცეს ყიჟინა, ნოდარიკო მელაძემ, ბიულეტენებს კალთაში მალავდნენ და გარეთ ყრიდნენო. ასეთი ზღაპრებით ცდილობენ ქვეყნის არევას. არაფერი გამოვუვათ აღარრ 2003 წელი და არც შევარდნაძეა ხელისუფლებაში,რომელმაც გააპარპაშა ეს ქვეყნი დამაქცევარები. ყველაფერი კარგად იქნება. გამახსენდა ხალხის უსაყვარლესმა პოლიტიკოსმა ბოკერიამ ფოთში იყარა კენჭი და სასაცილო რაოდენობის ხმები მიიღო. სააკაშვილ ბოკერიაზე რომ იყო ქვეყანა დამოკიდებული მიტომაც მივიღეთ ის მახინჯი სისტემა.
რას იტყვით ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Pfizer Inc“-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ?
-ეს უფრო გავს უფრო ფინანსურ მაქინაციას, ვიდრე სიახლეს. უფრო ბევრი კითხვები არსებობს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხებია. ამ ფარმაკომპანიამ იმუშავა ფულზე.
არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, კომპანიამ იშოვა 82 მილიარდი აშშ დოლარი ერთ დღეში. ყველაზე ცუდი ამბავი არის, ის რომ იმ დღესვე ამ კომპანიის დირექტორებმა და მმართველებმა გაყიდეს თავისი კომპანიის აქციები. ესეც არის ნიშანი იმის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება."
აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ქვეყანაში ხდებაეს! ესენი არიან ისინი ვისზეც სწორება უნდა ავიღოთ?!!
ისე მე მრავალჯერ გითხარით აქ, ვაქცინაზე მუშაობა და ფულის ხარჯვა საერთოდ არ ღირს იმიტომ, რომ სანამ ვაქცინა შეიქმნება ამ ვირუსმა შეიძლება 20 მუტაცია განიცადოს და იმ მუტირებულ ვირუსისათვის ეს ვაქცინა იქნება წყალი!