სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონს ტოვებენ

სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონს ტოვებენ

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომეხი მოსახლეობა სახლებს წვავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 9 ნოემბერს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტი შევიდა.

მხარეთა შეთანხმებით, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე ქალბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები გადავა. აზერბაიჯანი კონტროლს შეინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისას დაკავებულ ტერიტორიებსა და ქალაქ შუშაზეც.