ჯო ბაიდენმა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად შესაძლოა ჰილარი კლინტონი დანიშნოს. ამის შესახებ Fox News-ი Washington Post-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინტონის კანდიდატურას მხარს ბაიდენის თანაგუნდელთა დიდი ნაწილი უჭერს. მათი მტკიცებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი გაეროში არამხოლოდ აშშ-ის ინტერესებს დაიცავს, არამედ ამ ორგანიზაციის ავტორიტეტის გამყარებასაც შეუწყობს ხელს.
ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. 2016 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა დონალდ ტრამპთან ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით დამარცხდა.