ამერიკის 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჯოზეფ ბაიდენმა მოიგო, დონალდ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები კი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ამერიკული დემოკრატიის დელეგიტიმიზაციას ახდენს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის ნაბიჯი არამხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის, არამედ ზოგადად დემოკრატიის დელეგიტიმიზაციისკენ და ეს ძალიან სახიფათო გზაა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ამ საკითხში პრეზიდენტ ტრამპს მხარს მისი თანაპარტიელებიც უჭერენ“, - აღნიშნა ობამამ.
საერთაშორისო საზოგადოებამ ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტად უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.