სომხეთში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით სამართალდამცველებმა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი დააკავეს. ამის შესახებ მისი ადვოკატი იტყობინება. დაკავებულია პარტია „დაშნაკცუთიუნის“ ერთ-ერთი ლიდერი იშხან საგატელიანიც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში დღესაც გაგრძელდება. ოპოზიცია პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
პროტესტი ერევანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. ოპოზიცია მას აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში სდებს ბრალს.