მიხეილ სააკაშვილი, როგორც „დასრულებული პროექტი“ – „ნაცმოძრაობა“ ისევ დაყოფის ზღვარზეა

მიხეილ სააკაშვილი, როგორც „დასრულებული პროექტი“ – „ნაცმოძრაობა“ ისევ დაყოფის ზღვარზეა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი ბზარი გაჩნდა, რომელიც შესაძლოა, უფრო გაფართოვდეს და შედეგად, დიდი პოლიტიკური ორმო გაჩნდეს. ამ ფაქტს პარტიის ლიდერები ან სათავისოდ გამოიყენებენ, ან პირიქით, - თუნდაც ერთი ლიდერის ორმოში მოხვედრის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ პარტიის გარკვეული ნაწილიც შიგნით მოყვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ერთხელ უკვე მოხდა და ყველა პოლიტიკოსმა თავის გზა აირჩია. თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ სამ შტოდ გაიყო - „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“.

კიდევ ერთი დაყოფის პროგნოზს წინ უძღვის რამდენიმე საინტერესო ფაქტი: გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირება, რომლებმაც პირდაპირ ეთერში იკამათეს და ერთამენთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ ეჭვი გაჩნდა, რომ გუბაზ სანიკიძე ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას „მიუქსია,“ რადგან ყოფილ პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ მელია ლიდერის ადგილს ეცილება და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება. სააკაშვილს ეჭვიანობის რეალური მიზეზი აქვს, რადგან ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, მელიამ სააკაშვილი, როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, ჩაანაცვლოს. საუბარია, რომ სააკაშვილმა თავისი თავი ამოწურა და მელია, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ახლა ყალიბდება.

ასევე აღსანიშნავია, „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რამაც მთელი ოპიზიციური სპექტრი, ყველაზე მეტად კი მისი თანაპარტიელები გააოცა და ნაწილი აღაშფოთა კიდეც, როდესაც თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან საკანონდებლო ორგანოში გადაინაცვლოს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენო. ამ განცხადებით ვაშაძემ, პრაქტიკულად, მთელ ოპიზიცურ სპექტრს „ცივი წყალი გადაასხა.“ მან შემდეგ დამატებით განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და მისი განცხადება ნაწილმა არასწორად აღიქვა. ეს განმარტება კი იმაზე მიუთითებს, რომ ვაშაძემ ისარი არასწორად ისროლა და მიზანს ააცილა.

შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავაშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს „როგორ დახვდნენ“, რომელიც 17 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა. მიხეილ სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და განსაკუთრებული მობილიზაცია სწორედ პომპეოს ჩამოსვლის დღეს უნდა დაემთხვეს. სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, არავინ აპირებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქციებით დახვდეს, ხოლო „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურაჯანაძე სააკაშვილის პოზიციას იზიარებს. ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ვერ შეთანხმდა, თუ როგორი დახვედრა მოუწყონ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.

დავუბრუნდეთ ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საინტერესო პროცესებს. ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პარტიის კიდევ ერთი დაყოფა ვიხილოთ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მახეში თავად ოპოზიცია გააბა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკრაინიდან ვერ მართავს და არც იმას გამორიცხავს, რომ მას ქვეყანაში შემცვლელი გამოუჩნდეს.

„ეს შეიძლება იყოს კრიზისის ეტაპი. ჩიხში თვითონ შეიყვანეს თავი და ჩიხში ყოფნის დროს ყოველთვის სხვადასხვა მხარეს მირბიან ხოლმე. განცხადება გააკეთა ვაშაძემ და გაქრა. მგონი, პარტიის შიგნით ბევრი ბრძოლაა და ცდილობენ გვერდზე გადგომის ექსესები რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ.

სააკაშვილი შესაძლოა, საპატიო პრეზიდენტის როლში დარჩეს და პროცესები მართოს სხვამ. ეს გამორიცხული არ არის, რადგან ფაქტია, სააკაშვილი აქ არსებულ რეალობას უკრაინიდან ვერ ხედავს. აქ რომც იყოს, არც მაშინ მგონია ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, მით უფრო, ასე შორიდან პროცესების მართვა, თანაც ასეთი სიმწვავის დროს, როდესაც შიგნიდანაც ბევრი ბზარი აქვს პარტიას, წარმოუდგენელია. პოლიტიკა ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ვინც გაიმარჯვებს, ლიდერიც ის იქნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა, პატარა ფრაქციებად დაიყოს, რისი წინაპირობაც დღეს რეალურად არსებობს. მისი თქმით, მოსალოდნელია პარტიის ლიდერად მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიამ ჩაანაცვლოს.

„ნაცმოძრაობაში“ ძირითადად არის ლიდერშიფის სამი კლასტერი, ანუ სამი ფრაქციული მიმართულება იკვეთება. პირველი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი დაგჯუფება, მეორე გირგოლ ვაშაძე და მისი დაჯგუფება, მესამე - ნიკა მელია. მეოთხე ფრაქციად შეიძლება ჩავთვალოთ „ტეხნოკრატები,“ ანუ „ნაცმოძრაობასთან“ სატელიტურად ასოცირებულები პოლიტიკური ჯგუფები - ბაჩუკი ქარდავა და სხვა შემადგენლობა.

„ნაცმოძრაობა“ იყოფა კონკრეტულ ფრაქციებად. მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად სხვა რამეს ითხოვს და გრიგოლ ვაშაძე, ასევე ნიკა მელია სულ სხვა მანევრს ავითარებენ. „ტეხნოკრატები“ კი პარტიის შიგნით დესტრუქციულ პროცესს ასრულებენ.

ვაშაძე მიეჩვია კარგი ცხოვრების სტილს და მისთვის მიუღებელია ქუჩაში გამოსვლები. როგორც ჩანს, დეკანოიძე-მელია ერთი ფრაქციაა, პრობითად დავარქვათ „რადიკალ-რეფორმისტები.“ გრიგოლ ვაშაძის ფრაქცია „კომფორმისტები,“ მიხეილ სააკაშვილის „უტოპისტების“ ფრაქცია, ხოლო მეოთხე, ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანი - „პრაგმატიკოსების“ ფრაქცია.

მომავალში შეიძლება მელიამ ჩაანაცვლოს მიხეილ სააკაშვილი. ის უკვე მზარდ ლიდერს წარმოადგენს და ამის პერსპექტივა აქვს. ის, რომ მელია უფრო ძლიერი ლიდერია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე, ფაქტია. „ტეხნოკრატებიდანაც“ შეიძლება ვინმე ახალი ლიდერი გამოჩნდეს. მომავალში შეუძლია მელიამ სძლიოს სააკაშვილს.

საკაშვილი არის პრორუსი პოლიტიკოსი და ამერიკელები მას საშინლად ვერ იტანენ. ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ვალიდურობა, მისი არსებობის ფაქტორი, განპირობებულია კრემლის პოლიტიკის გატარების ასპექტებიდან. სააკაშვილი დიდი ხანია დასრულებული პროექტია, მაგრამ მას ასულდგმულებს კრემლის პოლიტიკური ხაზი“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.

Lolo47 ეტყობა, მაგრადაა აცდენილი რელსებს „ანალიტიკოსი“ მაისაია. აშკარად პრობლემა აქვს.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სააკაშვილია პრორუსული პროექტი და გრიგოლ ვაშაძე პროამერიკული? მელია და დეკანოიძე სადაური პროექტები არიან?! ანდაც პატივცემული ბატონი გუბაზ სანიკიძე სადაურია, რა პროექტია?!
4 წლის უკან