ქაშაყის შუბა – სუფრის მშვენება

ქაშაყის შუბა – სუფრის მშვენება

ინგრედიენტები

კვერცხი - 2 ცალი

ჭარხალი - 2 ცალი

კარტოფილი - 3 ცალი

სტაფილო - 3 ცალი

ქაშაყის ფილე - 2 ცალი

ხახვი - 1 ცალი

ვაშლი - 2 ცალი

მაიონეზი - 200 გრ

მწვანე ხახვი - 2 ცალი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

მოხარშეთ კვერცხი და გააგრილეთ.

გააცხელეთ ღუმელი 180°ჩ– მდე. გარეცხეთ ჭარხალი და მოათავსეთ ფოლგაში. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში.

მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო. შემდგომ გააგრილეთ და გახეხეთ სამივე ინგრედიენტი.

დაჭერით ფილე პატარა ნაჭრებად, გაასუფთავეთ ძვლისგან. დაჭერით ხახვი წვრილად, მოაცილეთ კვერცხს ცილა

გათალეთ ვაშლი და გახეხეთ წვრილად.

პირველ ფენად მოათავსეთ თევზი და ხახვი. მოასხით მაიონეზი. შემდეგ დაამატეთ: კარტოფილი, ვაშლი, ჭარხალი და სტაფილო.

თითოეულ ფენას მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ბოლო ფენას მოასხით მაიონეზი და წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხის ცილა.

დაჭერით მწვანე ხახვი პატარა რგოლებად და მოაყარეთ ბოლო ფენას. შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.