პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და როგორც თავად აცხადებენ, არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის პირველმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს, ოპოზიციურ სპექტრში დიდი დაბნელულობა გამოიწვია.
განცხადება, რომელიც ვაშაძემ გაავრცელა, შეთანხმებული არ ყოფილა პარტიასთან, რაც მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.
„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს – ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს. თავად ვაშაძე მედიასთან არ გამოჩენილა, არაოფიციალური განცხადებით, ვაშაძე პარტიას ტოვებს. მიზეზი ნიკა მელიასთან დაპირისპირებაა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ დაპირისპირებაში ვაშაძე უმცირესობაშია.
ვაშაძის პირველი განცხადების პათოსს იზიარებს სალომე სამადაშვილი, რომლის შეფასებით, თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს, თუმცა ამ ეტაპზე სამადაშვილი განმეორებითი არჩევნების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
„პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დასთანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა.
თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც „ოცნებამ“ დაატრიალა 31–ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს“, – წერს სალომე სამადაშვილი.
ვაშაძის განცხადებამ ოპოზიციაში დაბნეულობა და ამავე დროს დაპირისპირება გამოიწვია. ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მეორე განცხადების ტექსტს და აცხადებს, რომ მთლიანად ეთანხმება, უკომპრომისო ბრძოლას გამარჯვებამდე.
პარტიის თავმჯდომარეს უპირისპირდება ნიკა მელია, რომელიც for.ge–ს ინფორმაციით პარტიის პირველობისთვის იბრძვის, რასაც მოჰყვა ვაშაძის კონტრგანცხადება. მელიას განცხადებით, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება, ოპოზიციის გეგმაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
„სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, არ არის ეს განცხადება საუკეთესო. არავინ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის გეგმები, ის გაცხადებული მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამ საზოგადოების, არის არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვაშაძის პირველი განცხადება იყო გაუგებარი და ოპოზიციური ერთობის დამაზიანებელი, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია. ბაქრაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.
„მისი პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის. ჩვენი პოზიციონირება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის განცხადებას. ის, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით და ვსაუბრობთ, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ის, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ძალადობის სპირალში ჩაითრიოს ქვეყანა, არის განუზომლად მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე განცხადება. ის, რომ ოპოზიცია არის ერთიანი პარლამენტში არშესვლის ბოიკოტში და მზად ვართ დიალოგზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე განცხადება“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.
პარლამენტში შესვლას არ აპირებს „ლელო“. თუმცა როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი ოპოზიციურ პარტიებში ცალსახად დიდია. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსავლი არის დიალოგი და არა კრიზისის შექმნაში ოპოზიციის უმსგავსო დადანაშაულება. აქვე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მთავარი თემა საპარალმენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება უნდა იყოს, რადგან კრიზისი სწორედ არჩევნების შედეგების გაყალბებამ შექმნა.
„დიალოგი აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია. პირდაპირ გეტვით, დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ დიალოგისას ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ, რადგან ეს კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მოცემულობა ასეთია – დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება აბუჩად არის აგდებული! „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიების მიმართ ქედმაღლური ლაპარაკი კრიზისს აღრმავებს და ეს უნდა დასრულდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველ პარტიაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დააყენოს. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი მიდგომაა.
„ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის რეაქცია ცალსახად უარყოფითია ოპოზიციის მოქმედებებზე და შესაბამისად, ახლა გადაწყვიტეს, რომ წავიდნენ დათმობისკენ. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, გააკეთონ ჟესტი, რომ მათი მიზანია ლეგალური გზა – პარლამენტში შესვლა, მაგრამ ისეთი პირობებია დაყენებული, რომ შეუძლებელია მაგის შესრულება.
„თუმცა ეს პირველი ეტაპია და მეორე ეტაპი იქნება ის, რომ გამოაცხადებენ – ჩვენ წავედით კომპრომისზე საქართველოს ინტერესების გამო, თორემ ისე, არჩევნები გააყალბესო. ეს რადიკალური ფლანგი ქუჩის პროცესებს აწვება და თვლის, რომ ქუჩის გარეშე დათანხმება და პარლამენტში შესავლა იქნება დამარცხება. შესაბამისად, უთანხმოებაა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რისი ნიშნებიც არაერთხელ გამოჩნდა. რაში გადაიზრდება ეს უთანხმება არავინ იცის“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო რეაქცია არის აშკარა, ისევე როგორც ობიექტური რეალობა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია პროცესი ემოციებზე და აფექტებზე ააგონ, რაც სცადეს 8 ნოემბერს, თუმცა დადასტურდა, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ. ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიცია ხედავს, რომ რევოლუციას ვერ მოაწყობენ, არც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ და არც ექნებათ, რაც პირდაპირ ითქვა.
„ოპოზიციაში არის დაპირისპირება და შიდა დაბნეულობა. აშკარაა, რომ ეს არის ორი პოზიცია – ერთი დესტუქციული და მეორე – კონსტრუქციული. ეს იყო ვაშაძის განცხადებაც - პირველი კონსტრუქციული და მეორე დესტრუქციული. მისი პირეველი განცხადება პარტიაში განიხილეს და როგორც ჩანს, მკაცრადაც გააფრთხილეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ მეორე განცხადება ჯერ გვარამიამ დაწერა, რომელიც პირველი განცხადების უარყოფა იყო და მერე გაავრცელა ვაშაძემ ისიც პრეს–ცენტრის საშუალებით. ანუ, მეორე განცხადება მისი პოზიცია არ არის.
არის სრულად პრაგმატული ინტერესი პარტიის წევრებისა, რომელიც სიაში ჰყავდათ. მათ შორის დამფინანსებლების – ცეზარ ჩოჩელის და კახა ოქრიაშვილის, რომელთაც ძალიან დიდი ფული აქვთ ჩადებული საარჩევნო კამპანიაში. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, რასაკვირველია, პასუხს აგებინებენ პარტიას და მოსთხოვენ იმ ფულს, რაც საარჩევნო კამპანიაში ჩადეს. სრულიად ცხადია მათი ინტერესი. ფული გადაიხადეს და თუ შედეგი ვერ ნახეს, რასაკვირველია, იმ ფულს უკან მოითხოვენ. ეს არაა ისეთი მარტივი პროცესი. გასაგებია მელია და ხაბეიშვილის პოზიცია, ცხადია ისინი არაფერს არ რისკავენ. ხელფასს იღებენ იმაში, რომ ქუჩაში დადგნენ და ხალხი გადარიონ. აბა, ერთი ჰკითხეთ იმ ჩოჩელს და ოქრიაშვილს რა უნდათ“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ ეს დესტურქცია გაგრძელდა, გარადა იმისა, რომ ფული დაკარგეს, დაზარალდება მათი ბიზნესი და ეკონომიკურ კრიზისში შევლენ, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.
„ვაშაძე იძახის, რომ შევიდეთო და ბანკირები იძახიან, რომ არ შევიდეთო. რა გითხრათ, ახლა ის დროა, შორიდან უყურო და იცინო მათზე. სრულიად გაუგებარია რისი მიღწევა სურთ. რაც შეეხება გვარამიას, რომელმაც ვაშაძის მეორე განცხადება გაავრცელა და შემდეგ უკვე პარტიამ, ამ გვარამიას ჭკუაზე გაიარა პარტიამ არჩევნების ღამეს. ღამის 3 საათზე გვარამიას მოწოდებამ ქუჩაში გაიყვანა არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პარტიები, მათ შორის რაციონალური ადამიანები, იგივე - „ლელო“ და ნინო ბურჯანაძე, რომელიც მადლობას უხდიდა გვარამიას: რომ არა შენი განცხადება, ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს მივიღებდითო, ანუ შენ გაგვაგიჟე, თორემ ვიჯდებოდით სახლშიო და ამისთვის მადლობას უხდიდნენ. გვარამიას უზარმაზარი გავლენა აქვს, ის ხომ მედია არ არის, ჩვეულებრივი ძალაუფლებაა, კონტრპოლიტიკური ცენტრი. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრია და იქ იდგმება სცენარები, როგორც თავის დროზე „რუსთავი 2“–ში დაიდგა „ვარდების რევოლუცია“. გვარამია არის მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, ცესკო, პარტიაც ის არის და ყველაფერი ის არის. საიდან აქვს ეს ლეგიტიმაცია? აქვს ამ გაურკვევლობიდან და ეს აჩვენა სამადაშვილის ჩანაწერმა. ამ პარტიის და მასზე ჩამოკიდებული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს გვარამია, ვიდრე სააკაშვილი. იმიტომ, რომ სააკაშვილის განცხადებების ინტერპრეტირებასაც გვარამია ახდენს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები. ხუხაშვილი თვლის, რომ ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის პარალელურად ორი მონოლოგი დიალოგში უნდა გადავიდეს, რათა ყველამ ერთად კრიზისი გადავლახოთ.
„გრიგოლ ვაშაძემ, პრაქტიკულად, ის პუნქტები გაიმეორა, რომელიც მე კრიზისიდან გამოსვლის საგზაო რუკის სახით „ფეისბუქის“ გვერდზე დავწერე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შეთანხმება სახელმწიფოებრივი რისკების ფონზე ისე, რომ სახე არც ერთმა მხარემ არ დაკარგოს. ის, თუ რა ხდება პარტიაში, არ ვიცი და ეს მათი შიდა სამზარეულოა. საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტონ და თუ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით რაიმე პარტიული დისციპლინა დაირღვა, ეს ცუდია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.
„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო