„საზოგადოებამ არ იცის, რომ გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“, რას მიიღებს სანაცვლოდ“

„საზოგადოებამ არ იცის, რომ გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“, რას მიიღებს სანაცვლოდ“

„შევარდნაძე ხალხმა გაისტუმრა იმიტომ, რომ ახალ ძალას, ახალგაზრდებს ელოდა - ჟვანიას, ბურჯანაძის, სააკაშვილის სახით, დღეს კი სიახლე არ ჩანს და არ უღირს ხალხს ქართული ოცნების გასტუმრება“, - აცხადებს for.ge- სთან საუბარში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

რუსთაველზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, ამავე გამზირზე უამრავი მიტინგის მომსწრენი ვყოფილვართ, როგორც ნაცების, ისე ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ შედეგის მიღებას ყოველთვის მთელი ერის ძალისხმევა სჭირდებოდა. რა გაგრძელება ექნება ოპოზიციის ამჟამინდელ პროტესტს?

- ჩვენ ვიცით, როგორი შედეგი დადგა შევარდნაძის შემთხვევაში, დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლაც, მაშინაც გაყალბებული იყო არჩევნები, მაგრამ საზოგადოებაში მაშინ არსებობდა სიახლის მიმართ მოლოდინი. მოდიოდა ახალი თაობა - ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი, ეს სიახლე იყო, ამიტომ საზოგადოება იმ პერიოდში იოლად გამოვიდა ქუჩაში, პრაქტიკულად, არც შესულა სახლში და დღე და ღამ გარეთ იდგა. ეს იყო უნიკალური მოვლენა, სხვა გზა არ ჰქონდა შევარდნაძეს, დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შემდეგ მოუწია გადადგომა. ვინც მაშინდელი რევოლუცია განახორციელა, დღესაც ისინი არიან სათავეში, მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან ახლები, ეს ნიშნავს, რომ აღარ არის მათ მიმართ სიახლის მოლოდინი. ხალხი მათში აღარ ელის სიახლეს და განსაკუთრებულობას.

დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სააკაშვილი და ივანიშვილი თითქმის ერთი და იგივეა, ან ივანიშვილი ცოტა უკეთესია ზოგიერთების თვალში, მაგრამ არც ერთი აღარ არის ახალი და განსაკუთრებული, ორივე უკვე ძველია. მით უმეტეს, კორონავირუსი დაემთხვა ამ ყველაფერს და, შესაბამისად, ეჭვი მეპარება, საზოგადოება ისევე გულანთებული გამოვიდეს გარეთ და მხარში ამოუდგეს ცვლილებებს, როგორც იყო 2003- ში. უფრო მეტიც, ახლა ცვლილებებს არავინ არ ელოდება, არავინ არ იცის, რა იქნება, თუკი, სიტყვაზე, სამართლიანად წავა „ქართული ოცნება“. მათ მართლაც სერიოზულად გააყალბეს არჩევნები, მაგრამ წავლენ ისინი და შედეგი რა იქნება? როგორ მოხდება ცვლილებები? შევარდნაძის გასტუმრებაც იოლად არ მომხდარა, დიდხანს მოუწია ხალხს მისი გასტუმრება, ეს ერთ დღეში არ გაკეთებულა, მაგრამ შევარდნაძე ხალხმა გაისტუმრა იმიტომ, რომ ახალ ძალას ელოდა, რომ შევარდნაძის ნაცვლად იქნებოდნენ ახალგაზრდები, ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი. ჟვანია დღეს ცოცხალიც არაა, დღევანდელ დღეს კი საზოგადოებამ არ იცის, რომ გაისტუმრებს ერთს, რას მიიღებს სანაცვლოდ, ამიტომ ძალიანაც არ უღირს ხალხს „ქართული ოცნების“ გასტუმრება. გაყალბდა- არგაყალბდა, ეს ერთი თემაა, მაგრამ გაყალბების შემდეგ რა იქნება, ამას ვერ ხედავს ჩვენი საზოგადოება.

რადგან მესამე ძალა და მისი ლიდერი არ არსებობს?

- დიახ, მესამე ძალა არ ჩანს, ამიტომ აყვება კი საზოგადოება ოპოზიციას იმაში, რომ გაყალბებულ არჩევნებს ვადამდელი არჩევნებით გამოსწორება სჭირდება? თუ საზოგადოება შეარჩენს „ქართულ ოცნებას“ გაყალბებას? ვშიშობ, საზოგადოება მზადაა, შეარჩინოს „ქართულ ოცნებას“ გაყალბება, რადგან უკეთეს ცვლილებებს ვერ ხედავს.

შესაძლოა, საზოგადოებას ისიც აღიზიანებს, რომ რუსთაველზე გასაპროტესტებლად დგანან ნაცები, ანუ მთავარი გამყალბებლები. ბევრი ადამიანი ამას ცინიკურად მიიჩნევს.

- ეს არგუმენტი ბევრისთვის მისაღებია, მაგრამ ნაცები ოდესღაც რას აყალბებდნენ, 2020 წელს ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნაცებმა ამის გამო პასუხი მიიღეს 2012 წელს, ისინი წავიდნენ პოლიტიკიდან, ანუ ქართველმა ხალხმა პოლიტიკური შეფასება მისცა მათ ასეთ საქმიანობას და გაისტუმრა. იმ პერიოდში მეც უარი ვუთხარი ნაცებს, დღეს კი, 2020 წელს ნაცების დრო არ არის, დღეს არის არსებული ხელისუფლების დრო. როგორც წესი, არჩევნები არსებულ ხელისუფლებას აფასებს ან დადებითად და ტოვებს, ან უარყოფითად და ისტუმრებს. ეს გახლავთ არჩევნების მთავარი კონცეფცია და დღეს ვილაპარაკოთ ნაცების მიერ ოდესღაც ჩადენილ დანაშაულებზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია. დღეს 2020 წელია, ჩვენ კი ამაზე 2012 წელს ვლაპარაკობდით.

როგორ აღიქვამთ, როცა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვები დგანან მიტინგზე ნაციონალების გვერდით, ეს მათთვის წამგებიანი ხომ არ იქნება? სამაგიეროდ, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები არ დგანან იქ, სადაც ნაცები არიან და სასამართლოს გზით აპირებენ ხმების დაცვას.

- ბესელიას და სხვებს სხვა გზა არ აქვთ და მიტინგზე დგანან, ფაქტია, გაყალბდა არჩევნები, თვალშისაცემად ხელითაა გადაკეთებული ოქმები, ამის ასე დატოვება არ შეიძლება, ეს უნდა გააპროტესტონ. რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილს, მას აქვს თავისი არგუმენტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, არ მოხდეს დაპირისპირება. „ნაცმოძრაობა“ რაც იყო, ეს განვლილი ეტაპია, დაახლოებით ეს იგივეა, ადამიანი ციხეში რომ წავა, მოიხდის სასჯელს, რამდენჯერ უნდა შევახსენოთ მას, რომ მოიპარა რაღაც. ის გვეუბნება, მე რომ მოვიპარე, ციხეში ვიჯექი ამის გამო, არც ამნისტია შემხებია, გამოვედი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაშინ 10 წელი მოგეცა ჩემთვის სასჯელი და არა - ხუთი წელი. როგორც კი გამოვედი ციხიდან, შენსავით თავისუფალი ადამიანი ვარ, მაქვს უფლება, ვიმუშაო. ჯერ ერთი, ნაცებმა წააგეს და რვა წლის განმავლობაში გავიდნენ პოლიტიკიდან, მეორეც, ისინი არ მოდიან ერთპარტიული მმართველობის სისტემით ისე, როგორც „ქართული ოცნება“ რჩება პოლიტიკაში, უკეთეს შემთხვევაში, ნაციონალები კოალიციურად აპირებენ მოსვლას, ანუ თვითონ ვერ მართავენ ქვეყანას და სულ სხვა ფორმით გეგმავენ დაბრუნებას. ნახეთ, რამხელა კამათი ჰქონდათ, უნდა ყოფილიყო თუ არა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად, აიძულეს კიდეც სააკაშვილი, უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრობაზე. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების პერსპექტივა რაიმე ფორმით, მე უფრო არ მომწონს, როგორც „ქართული ოცნება“ ამას აფორმებს, რომ თითქოს ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ჯერ ერთი, იმ ფორმით არ ბრუნდება „ნაცმოძრაობა“, როგორც ამას ამბობს „ქართული ოცნება“, მაგრამ, თუ მაინც ბრუნდება, ვინ დააბრუნა? მე დავაბრუნე? ეს დააბრუნა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის შემდეგ, როცა გააუქმა კოალიცია, აღადგინა სასამართლოში „ნაცმოძრაობა“, ადგილობრივ თვითმმართველობებში აღადგინა ისინი. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა შემოგვჩიოდა, ადგილობრივ საკრებულოში ისევ ის კაცი ზის, ვინც ჯოხს მირტყამდა თავში „ნაცმოძრაობის“ დროსო. მერე სასამართლოში აღდგა „ნაცმოძრაობა“, აღარაფერს ვამბობ კონფლიქტების სფეროში როგორ აღდგა „ნაცმოძრაობა“. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვხედავ, როგორ აბრუნებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“, ამიტომაც ერთადერთი მიზეზის გამო არ მინდა „ქართული ოცნება“, რომ მან „ნაცმოძრაობა“ დააბრუნა. მეტსაც ვიტყვი, ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის იარსებებს. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საუბარი არა სიღარიბეზე, არა ეკონომიკაზე, არა საერთაშორისო ურთიერთობებზე, მას სჭირდება ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“. ეს შეგნებული პოლიტიკაა.

ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ შეცდომა იყო, მესამე ძალის შემოსვლა რომ დაბლოკა და ახლა ნაციონალების რევანშის ატანა ამიტომაც უწევს?

- გეთანხმებით, მათ სჭირდებოდათ აბსოლუტური უმრავლესობა, რომ თვითონ ჩამოეყალიბებინათ მთავრობა. იმდენი ვუძახეთ ყველამ და, მათ შორის, მეც, რომ ვერ ჩამოაყალიბებდნენ მთავრობას, რომ ასე უტიფრად გააყალბეს. 40%-ს რომ დასჯერებოდნენ და კოალიციაში სხვა პარტიები აეყვანათ, იპოვიდნენ თანამოაზრე პარტიებს, მაგრამ ისე გააყალბეს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეეკვრნენ „ნაცმოძრაობას“ და არა - „ქართულ ოცნებას“.

გამოჩნდა ახალი ტერმინები „საბურავების რევოლუცია“, „ბარიკადების რევოლუცია“, „ელექტროშოკების რევოლუცია“, ნაციონალები ხუმრობენ, ალბათ, ახლა „ბრელოკების რევოლუციას“ დაგვაბრალებენო. თქვენ თუ ხედავთ რევოლუციურ სცენარს?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ მთავარია, ხალხი რას აჰყვება. თუ მოსახლეობა არ გამოვიდა ქუჩაში, ვერანაირი რევოლუცია ვერ იქნება, რევოლუციას ყოველთვის ახდენს ხალხი და არა ღარიბი, არამედ საშუალო ფენა, ეს ხალხი კი გარეთ არ ჩანს, იმიტომ კი არა, რომ მათ გულზე ეხატებათ „ქართული ოცნება“, მათ არავინ არ ეხატებათ გულზე, ეს არის პრობლემა.

 

 

trampi იან კელი - როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო
4 წლის უკან