ეს მარტივად მოსამზადებელი წვნიანი სასარგებლოა როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილთათვის, თანაც ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
ბროკოლი - 3-4 მოზრდილი თავი
ხახვი - 1/2 ცალი
სტაფილო - 1/2 ცალი
ფქვილი - 1.5 ს/კ
ქათმის ბულიონი - 500 მლ
ნაღები ან რძე - 100-150 მლ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი დაჭერით საშუალო ზიმის ნაჭრებად.
ხახვი მოთუშეთ კარაქში, დაამატეთ სტაფილო, ბროკოლი, ქათმის ბულიონი, მარილი და მოხარშეთ.
როცა ეს მასა მოიხარშება, დააბლენდერეთ. დაბლენდერების შემდეგ დაუმატეთ რძე ან ნაღები, ფქვილი, სულ ბოლოს კი წიწაკა.