აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ დასრულებულა.
„არჩევნები დასრულებული არ არის. პრეზიდენტ ტრამპს არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა ჩენთვის და ჩვენ მანამ ვიბრძოლებთ, სანამ ყველა კანონიერი ხმა დათვლილი არ იქნება!“ - დაწერა მაიკ პენსმა Twitter-ზე.
ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი უკან დახევას არ აპირებს.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.