ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციისკენ დაიძრა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.