„ძალადობრივი მეთოდით სურთ ხელისუფლების შეცვლა“ – „ოცნების“ უკანონო აქტი თუ ქვეყნის გადატრიალების მორიგი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

„ძალადობრივი მეთოდით სურთ ხელისუფლების შეცვლა“ – „ოცნების“ უკანონო აქტი თუ ქვეყნის გადატრიალების მორიგი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარება საკმაოდ აქტიურ ფაზაში შედის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მომიტინგეების დაშლამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ერთი ნაწილისთვის 8 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებთან ასოცირდება, თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ მსგავსება ამ ორ თარიღს შორის არ შეიძლება არსებობდეს და პარალელის გავლება, უბრალოდ, მიუღებელია, რადგან მაშინდელი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არაპროპორციულ ძალას იყენებდა, ხოლო ორი დღის წინანდელი მოვლენები კანონდარღევევის აღკვეთას ითვალისწინებდა.

საზოგადოებრივ და ანალიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ წყლის ჭავლის გამოყენება და აქციის დაშლა იმ პოლიტიკოსებს არ უნდა უკვირდეთ, რომლებმაც ზუსტად 13 წლის წინ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მოქალაქეები დაუფიქრებლად გაწირეს. ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ მოსაზრებასაც, რომლის მიხედვითაც, გაუფრთხილებლად მომიტინგეების დაშლა და წყლის ჭავლის გამოყენება მათ წინააღმდეგ, კანონდარღვევა იყო და როგორი ძალადობრივი აქტიც უნდა ყოფილიყო, შესაბამისი უწყების მხრიდან აუცილებელი იყო გაფრთხილების მიცემა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი დაშლაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ცესკოსთან არსებული ჯებირების გარღვევა და შენობაში შესვლა სცადეს. ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, აქციის მონაწილეებმა პოლიციასა და სპეცრაზმის წევრებს ქვები დაუშინეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი დაშლა წყლის ჭავლით. რაც შეეხება გაფრთხილების მიცემას, შსს-ს ცნობით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მათ უფლება ჰქონდათ გაფრთხილების გარეშე დაეშალათ მომიტინგეები, რადგან გადაუდებელ შემთხვევაში, მსგავსი რეაგირება გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.

მანამდე, იგივე განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც იმავე ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს გაფრთხილების გაცემა, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან, როდესაც თავს გესხმიან, მყისიერი რეაგირება საჭიროა გაფრთხილების გარეშე. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციულია და კანონდარღვევაა, როდესაც ამის შესახებ მათ არ აფრთხილებენ და პირდაპირ შეტევაზე გადადიან.

საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, დაშავდნენ მომიტინგეები, დაზარალდნენ ასევე მედიის წარმომადგენლები. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა ცესკოს შენობასთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ მიერ მიცემული ულტიმატუმის დრო ამოიწურა. ოპოზიციას სამი მოთხოვნა ჰქონდა: ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხელისუფლებას დრო  20:00 საათამდე მისცეს, თუმცა, მმართველი გუნდის მხრიდან მიიღეს შეთავაზება, რომ დამსხდარიყვნენ და ემსჯელათ საერთაშორისო პარტიორებთან ერთად, რასაც რუსთაველი გამზირიდან ცესკოს შენობისკენ მსლელობა მოჰყვა.

წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების დაშლა ორჯერ მოხდა. მეორე შემთხვევაში იყო გაფრთხილება. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და „მოძრაობა მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დაშლის გადაწყევტილება მიიღეს. მომიტინგეებს მოუწოდეს, 9 ნოემბერს 18:00 საათისთვის შეკრებისკენ. მათივე თქმით, ეს აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. ამასთან, აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან „კომენდანტის საათს,“ რომელიც 9 ნოემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ამოქმედდა.

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია For.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი კანონდარღევა იყო და აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე არ უნდა მომხდარიყო.

„ეს იყო კანონსაწინააღმდეგო. თან იქ არ იყო დიდი რაოდენობით ადამიანების შეჯგუფება. არანაირი საშიშროება და აუცილებლობა წყლის ჭავლის გამოყენებისა, არ არსებობდა. გაფრთხილების გარეშე ნებისმიერი შემზღუდავი მოქმედება, თან ამ სიცივეში, რა თქმა უნდა, უკანონოა. თანაც, ეს ღობე შენობისგან ტერიტორიულად საკმაოდ დაცილებულია. ადამიანების რაოდენობა, ვინც ღობის მოშლას ცდილობდა, იყო ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რაც მობილიზებული იყო უწყების მხრიდან. ამიტომ, არანაირ გამართლება ამას არ აქვს. ამ ადამიანებს, რომ ჰქონოდათ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედება, მაშინ შეიძლება გამართლებულიყო, მაგრამ იმ პირობებში, რაც ჩვენ ვნახეთ, არავითარი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა. ქვების სროლა შემდეგ დაიწყეს, რაც წყლის ჭავლი მიუშვეს ადამიანებზე“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

კიდევ ერთი იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადება, თითქოს მყისიერი რეაგირების დროს მომიტინგეებს, უბრალოდ, ვერ გააფრთხილებდნენ, არის აქცენტის გადატანის მცდელობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება.

„დავეთანხმებოდი სახალხო დამცველის შეფასებას. როგორც იურისტი უპირობოდ ვადასტურებ, რომ თავიდან, პირველ შემთხვევაში, იმ საშუალების გამოყენება, რასაც წყლის ჭავლის მანქანა ჰქვია, საჭიროება მყისიერი საფრთხის აღსაკვეთად არ არსებობდა და შესაბამისად, ყველანაირი მსჯელობა, რომ „ვერ გავაფრთხილებდით“, ეს არის უბრალოდ აქცენტის გადატანა კანონდარღვევიდან და საკუთარი ქმედების გამართლება.

წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა იქნებოდა მას შემდგომ, თუკი იარსებებდა უმთავრესი პირობა, საფრთხის აღკვეთის თაობაზე, თუმცა ეს არ არსებობდა იმ მომენტისთვის. ხელისუფლება ამბობს, რომ პირობითად ათმა წესრიგის დამრღვევმა ღობე მოაცილა ასეულობით სამართალდამცველის თვალწინ. ისინი ვერ გაუმკლავდნენ ამ ათ კაცს, ამას ამბობს სახელმწიფო?! - ასეულობით სამართალდამცავი რომ დგას და ათი კაცი წესრიგს არღვევს, ის 100 კაცი 10 კაცთან მიმართებაში საკმარისია, რომ საფრთხე ნეიტრალიზებულ იქნას ან სხვა საშუალებით იქნას შეწყვეტილი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქმე ეხება ქვეყნის გადატრიალების მცდელობას, რა დროსაც ხელისუფლების ნაბიჯები სწორია, რადგან მომიტინგეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებას ასრულებენ, რომელსაც სურს ქვეყანაში დაბრუნება და ძალაუფლების ხელში აღება.

„როგორც შემდეგ განმარტეს, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და მყისიერად რეაგირება იყო საჭირო, კანონი კი გაფრთხილებას არ ითვალისწინებს. მოგვიანებით ამოტივტივდა კადრები, სადაც ჩანდა, ქვების სროლა, ღობის მოშლა და ა.შ. გადატრიალების პრობლემას ეს დაშლა არ აგვარებს. რაც შეეხება გადატრიალების გეგმას, ბათუმში მკაფიოდ გაისმა: „დავამთავროთ ეს ხელისუფლება.“ ეს ხომ გადატრიალების მოწოდებაა?! ასევე, მკაფიოდ გაისმა „გაუმარჯოს სააკაშვილს!“ რაც ნიშნავს იმას, რომ „გადავატრიალოთ ეს ხელისუფლება და მოვიყვანოთ სააკაშვილი“!

ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლაზეა საუბარი ტრიბუნიდან. ეკრანიდან კი, მიშა ლაპარაკობს იგივეს. ლოგიკურადაც, თუკი ამოვალთ იმ ინტერესებიდან, რაც სააკაშვილს აქვს, იმ დღეს ნომერ პირველი ოპოზიცია იყო „ნაციონალური მოძრაობა“. უკრაინაშიც არ აქვს მიხეილ სააკაშვილს მყარი მდგომარეობა. თანამდებობრივადაც არ მგონია იგი კმაყოფილი იყოს. შესაბამისად, მას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში სჭირდება საქართველოში ისეთი სიტუაციის შექმნა, რა დროსაც იგი ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩამოვა და ხელისუფლებაშიც მოვა. ამისთვის კი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ყოველგვარი არჩევნების გარეშე, ანუ გადატრიალებით. მოკლე დროში მხოლოდ გადატრიალებას შეუძლია ეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე ფიქრობს, რომ ხელისფულების მხრიდან „თავების დათვალა“ არასწორია და წყლის ჭავლით მომიტინგეეების დაშლა უკანონო. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეშინებულია და სწორედ ამით აიხსენება მათ მიერ 8 ნოემბერს განხორციელებული აქტი.

„ეს იყო ადამიანების უფლებების დარღვევა. წყლის ჭავლის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც ტემპერატურა ასეთი დაბალია, წარმოადგენს წამების ერთ-ერთ ხერხს და ამასთან, არ ყოფილა გაფრთხილება.

ხელისუფლებას სურდა ძალის დემონსტრირება, რომ სხვა დემონსტრანტებსაც თავი შეეკავებინათ ცენტრალური საარჩევნო კომიის შენობასთან მისვლისაგან. ხელისუფლება არის შეშინებილი, ის არ აღიარებს, რომ 7 000 მეტი ადამიანი მივიდა აქციაზე. მმართვლი გუნდის ქმედება იმ ადამიანებსაც, ვინც ნეიტრალურადაა განწყობილი, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობს“, - განგვიცხადა ნიკა ჩიტიძემ.

ლევკოთეა ეს ჩიტიძე ყოველთვის მეცოდება ხოლმე. ნაცებს კი მუდამ ,,აპრავებს" მაგრამ იმდენად არაადექვატურია, რომ მოგინდება, როგორც დებილ ბავშვს, ისე დაუყვავო და ცარიელ, მელოტ თავზე გადაუსვა ხელი.
4 წლის უკან
trampi როგორც დებილს კი არა.......... დებილია დებილი!!!!
თან ექსპერტიც ჰქვია
4 წლის უკან
Maverick რამდენი ჩიტი ჭიკჭიკებს, იმდენი სკინტი ჩიტიძეს!
4 წლის უკან
maia dadia ლია მუხაშავრიას მინდა ვკითხო(ჩიტაძის პოზიცია გასაგებია,არასოდეს ყოფილა ობიექტური)თქვენ მარტო ე.წ. მთავარ არხს უყურებთ! ანთებული სიგარეტების ჩაფხუტებში ჩაყრა,'მოლოტოვის კოკტეილების"ფეხებში აფეთქება არაა კანონდარღვევა?არ იცით,რომ უფრო მეტი პოლიციელია დაშავებული,ვიდრე მომიტინგე? და თქვენ სამართალდამცველი ბრძანდებით? სამწუხაროა! ერთ დროს პატივს გცემდით.
4 წლის უკან