„ოპოზიციის უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენოს“, – ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციის მოთხოვნაზე – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს; განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ამ სამი მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა, ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას მმართველ გუნდში სერიოზულად არც უყურებენ და ფიქრობენ, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს გაუწევენ ანგარიშს და ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ საკითხები, რომელიც შეხვედრაზე უნდა განიხილონ, იყოს განხილვადი და სერიოზული.
„საერთაშორისო პარნტიორებს თუ ექნებათ სურვილი, რომ შედგეს ასეთი შეხვედრა, გნებავთ ხვალ, გნებავთ ზეგ, როცა იქნება, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, მაგრამ აქ ჩვენ, პირველ რიგში, ვიქნებით დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე და განმსაზღვრელი იქნება ასევე ის, თუ რას უნდა შეეხოს ეს შეხვედრა. საკითხები, რომელიც დადგება ამ შეხვედრაზე, უნდა იყოს განხილვადი და სერიოზული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიუხედავად კობახიძის ამ განცხადებისა, ოპოზიცია პროცესების რადიკალიზაციაზე მიდის. ისინი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად იქნებიან ცესკოსთან მანამ, ვიდრე არ გადადგება თამარ ჟვანია და მთელი შემადგენლობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, სანამ ოპოზიციის მოთხოვნა არ შესრულდება. როგორც ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, პროტესტს უწყვეტი ფორმა ექნება.
ოპოზიციის მიზანი რომ სახელმწიფო გადატრიალებაა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინული გამოცემა „Obozrevatel.com“– ს მიერ გამოქვეყნებული ორი აუდიოჩანაწერი, საიდანაც ერთზე მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია. ამ ჩანაწერში საუბარია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პრაქტიკულ სამოქმედო გეგმაზე – მასობროვი დაუმორჩილებლობა, ალტერნატიული მთავრობის შექმნა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა და ა.შ.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის და უცნობი პირის საუბარია. სამადაშვილი პარტიის შიდა საქმეებზე საუბრობს და განმარტავს, რატომ იყო განწირული სააკაშვილი მარცხისთვის, „ქართული ოცნება“ კი გამარჯვებისთვის. კერძოდ, ის ამბობს, რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი და ერთადერთი პროდასავლური ძალა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო სააკაშვილის დასავლეთის თვალში დესტაბილიზაციის წყაროა, დასავლეთმა მას ხაზი გადაუსვა და ამიტომ ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა არ მალავს, რომ მათი გეგმის ნაწილია საყოველთაო დაუმორჩილებლობა. მისი თქმით, ისინი არიან „ვარდების რევოლუციის“ თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადაქაჩავს ყველაფერს. უგულავას განცხადებით, ეს ბრძოლა აღარაა პარტიული ბრძოლა, იმიტომ, რომ პარტიული ბრძოლა და არჩევნები მათ ბიძინა ივანიშვილმა წაართვა.
„ბიძინა წავა! ეგეთები წასულან?! ხალხმა გაიღვიძა, დიდი ხანი ითმინა საზოგადოებამ, ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, „ვარდების რევოლუციის“ თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადაქაჩავს ყველაფერს. ინტერნეტიც გათიშული იყო იმისთვის, რომ გადაცემა არ ყოფილიყო. ასეთ პატარა მეწვრილმანე ადამიანებთან, მაგრამ ვერაგ ადამიანებთან გვიწევს საქმე.
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა. ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანესია დღეს, როგორც არასდროს, ყველას ესმის, რომ ამ პარლამენტში შესვლა პარლამენტში შესვლა კი არ არის, არის „ქართულ ოცნებაში“ შესვლა. პირდაპირ კომპარტიაში შესვლაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაცონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველო არ არის, უზურპატორია და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაუშვებენ, რადგან მისი თქმით, უკან დასახევი გზები ჩახერგილია.
„ძალიან, ძალიან განრისხებული შვილები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ჩვენი წინამორბედი თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი, თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს, მომავალს ძარცვავს. არალეგიტიმურ ხელისუფლებად, მის ფარსად ქცეულ არჩევნებს ვეუბნებით უარს. მის მიერ დაწერილ შედეგებს ვეუბნებით უარს. რა გავაკეთოთ მეგობრებო? – მარტო ვისაუბროთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ? – ახლაც კი აყალბებს ამ რეალობას, რომელიც შექმნილია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს მიმართავს, რომ როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ მოუწოდებს, დროზე დადგნენ ამ ხალხის გვერდით.
„მინდა მივმართო ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ: მე ვიცნობ ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ მე ალბათ, უკეთსად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება, როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“, –განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სახელმწიფო გადატრიალების პირველი ნაწილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აამოქმედა, როდესაც აქციის მონაწილეებს მოუწოდეს მოეხდინათ ცესკოს პიკეტირება. აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი ზომების გამოყენება. პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისინი დაშლას არ აპირებენ. მისი თქმით, ცესკო–სთან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება.
„ასე პასუხობს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელსაც მოპარა და წაართვა არჩევნები. წყლის ჭავლები, ძალით დაშლა უკვე გავიარეთ შარშან. აქცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუ ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ ხალხს და აქცია არ იქნება, უფრო მეტი ხალხი მოვა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სიტუაციის ანალიზს, რადგან სიტუაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვინც აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, მიიღეს იმაზე ნაკლები, ვიდრე ელოდნენ. მისი თქით, არც ერთი სოციოლოგია არ ამბობდა და არ ამბობს, რომ ნაციონალები იმარჯვებდნენ.
„ვერც ესენი ვერ იძახიან, რომ გავიმარჯვეთო. ამაზე არ მიდიან, იძახიან, რომ გაყალბებულია ბიულეტენები. დაჯდნენ და ნახეს, რომ „გაყალბებული“ „ოცნების“ ბიულეტინიც არის. ამიტომ რა უნდათ, რას აპროტესტებენ, გაუგებარია. ამ გაუგებრობის ფონზე რომ დააკვირდები, გასაგებია რა შეიძლება უნდოდეთ, მით უმეტეს, რომ მიშას გარშემო ტრიალებს ეს პროცესი. „გაუმარჯოს მიშას“ – ეს ფრაზა გაისმა ბათუმში და თბილისშიც. ე.ი. მიშა თამაშობს და მიშას არანაირი ლოგიკით არ აწყობს საპარლამენტო პროცესის გაგრძელება.
მას სჭირდება გადატრიალება, რადგან ეს პარლამენტი ოთხი წელი იმუშავებს, ოთხ წელიწადში სად იქნება, არ იცის. ამიტომ ალტერნატივა რომ გაიჩინოს, სასწრაფოდ სჭირდება ისეთი ცვლილები, რომელიც მიშას ადგილს მონახავს საქართველოში. მით უმეტეს, როცა ამ პროცესებს ციტატები ემატება, ეს ვერსია კიდევ უფრო მყარდება და როცა ამას იძახის კგბ-ს პოლკოვნიკი თემურ ალასანია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ოპოზიციამ მიშასგან მიიღო დავალება, განახორციელონ რევოლუცია და შესაბამისად, ოპოზიცია გადასულია მის სამსახურში.
„მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი უფრო მიშას საჩვენებელი პროცესია, ვიდრე რეალუარად გადატრიალება – გადმოტრიალების. თუკი ანალიზით მივუდგებით, ყველა პარტიამ მეტ–ნაკლებად მიიღო ის, რაც სჭირდებოდათ და მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ისევ პირველ ოპოზიციად დარჩა, რომელსაც 26 მილიონი აქვს მიღებული, კიდევ მილიონებს მიიღებს ამ მდგომარეობაში და რად უნდა გადატრიალება?!
იმავე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ადამიანს სჭირდება გადატრიალება და ეს არის სააკაშვილი. დანარჩეს აბსოლუტურად არ სჭირდება. არ სჭირდებათ მათ ხელისუფლება, რაც სჭირდებათ, ეს არის ფული. განმეორებითი არჩევნები, რასაც ითხოვენ, ესეც არ სჭირდებათ, რადგან იციან, რომ განმეორებითი არჩევნები მათთვის წამგებიანია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. შექმნილი ვითარება ანალიტიკოსს ახსენებს პანიკოვსკის დასაფლავებაზე ბენდერის სამგლოვიარო სიტყვას: „გარდაცვლილი მთელი თავისი სიცოცხლე ცდილობდა, რომ ეცხოვრა ხალხის ხარჯზე, მაგრამ ხალხს არ უნდოდა მის ხარჯზე ეცხოვრა. მან (გარდაცვლილმა) ვერ გაუძლო ასეთ წინააღმდეგობას“. მისი თქმით, ანალოგიურად იქცევა ოპოზიცია, რომელიც ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ხალხს არ უნდათ.
„ვერ უძლებენ ამ წინააღმდეგობას და ფსიქიკურად შეიშალნენ. 40-მა პარტიამ შეკრიბა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი და ესენი ითხოვენ ხელისუფლებაში მოსვლას?! კარგად არის გამოსაკვლევი ფსიქიატრიის რომელ სახელმძღვანელოში წერია ასეთი მოვლენა. დიანა ტრაპაიძემ რომ გახედა რუსთაველის გამზირს და თქვა, რომ ხალხის ბოლოს ვერ ვხედავო – ეს რას ნიშნავს?! მხედველობა არ უვარგა? ასეთი ტყუილები, როდესაც არსებობს დრონები, უბრალოდ სისულელეა.
ამას რატომ აკეთებენ, არ იციან, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს? რატომ ქმნიან ილუზიას, დავუშვათ შევარდნენ პარლამენტში, მერე რა? თან აყენებენ არარეალურ მოთხოვნებს – დავნიშნოთ ხელახალი არჩევნებიო, რატომ უნდა დანიშნონ ხელახალი არჩევნები? ხელმეორე გადათვლა მოითხოვონ, რა უშლით ამაში ხელს, მაგრამ იციან, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ ვითარებაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ ცდილობენ, რომ იძალადონ და ასე მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ქართველი ხალხი ელოდა "ოცნების" უფრო მაღალ მაჩვენებელს, მაგრამ თქვენმა უნიათობამ შექმნა პრეცენდენტი, რომ ოპოზიციამ გაგიყალბათ არჩევნები, თქვენ ვერ დაიცავით ხალხის ხმები და სასაცილო მდგომარრობაში ჩაიგდეთ თავი.
სალომე სამადაშვილს დავესესხები ------ისემც შენი კეთილები .....
თქვენ სხვა მუცლის ტკივილი გაქვთ,,, სხვა