მექსიკაში წყალდიდობამ 20 ათასამდე სახლი დააზიანა.
სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ტაბასკოს შტატს მიაყენა, სადაც სახლების გარდა, გზები და ხიდებიც დაზიანდა.
ქვეყნის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის განცხადებით, მთავრობა დაზარალებულებს დაეხმარება.
წყალდიდობა ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
ბოლო მონაცემებით, უამინდობას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.