ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი პოსტის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ NBC News -ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის შეფმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე მოამზადა.
ამერიკული მედია ტრამპისა და ესპერის დაპირისპირებაზე დიდი ხანია, საუბრობს. ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერს თავდაცვის მდივნის დათხოვნა სურდა, რადგანაც ესპერი საპროტესტო აქციების დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო.