ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის თითქმის 9,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 233,729 ადამიანი კი გარდაიცვალა. აშშ ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.