„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ცხადია.
„ცხადია, რომ ჩვენ საკმარისი რაოდენობის შტატებს ვიგებთ, რათა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 270 ხმა მივიღოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ მაშინ გამოაცხადებს, როდესაც ყველა ბიულეტენი იქნება დათვლილი.
„წინასაარჩევნო კამპანია, როგორც „დემოკრატს“ მიმყავდა, თუმცა ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები“, - დასძინა მან.
3 ნოემბერს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამ მომენტისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 214 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 248.
ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნევადის (6 ხმა), მიჩიგანის (16 ხმა), პენსილვანიის (20 ხმა), ჯორჯიის (16 ხმა), ჩრდილოეთ კაროლინის (15 ხმა) და ალასკის (3 ხმა) შტატებში.