ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ Die Presse ვენის პოლიციის ხელმძღვანელზე, გერჰარდ პიუსტრილზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული 14 ადამიანი, რომელთა ასაკიც 18-დან 28 წლამდე მერყეობს. ზოგ მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მათ შორის ბანგლადეშის, მაკედონიის, თურქეთისა და რუსეთის.
თავის მხრივ, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ტერორისტი სამხედრო აღჭურვილობის ყიდვას სლოვაკეთში ცდილობდი, რის შესახებაც სლოვაკურმა სპეცსამსახურებმა ავსტრია გააფრთხილეს, თუმცა ავსტრიელებმა მათი შეტყობინება არ გაითვალისწინეს, რადგან სპეცსამსახურების კონტაქტში რაღაც „არასწორად წარიმართა“.
ვენაში ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. პოლიციამ მოკლა ტერორისტი, რომელმაც ქალაქში სროლა გახსნა. ის 20 წლის ფეიზულაი კუიტიმი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაერთებლად გამგზავრების მცდელობისთვის დააკავეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.