ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში გენერალისიმუსი გახდება. ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, „კორეის შრომის პარტიის“ მე-8 ყრილობაზე, რომელიც 2021 წლის იანვარშია გაიმართება, კიმ ჩენ ინს ქვეყნის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭება.
რამდენიმე კვირის წინ კიმ ჩენ ინი „კორეის შრომის პარტიის“ შექმნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო და სამხედროებს კორონავირუსული პანდემიის შეჩერებისთვის მადლობა გადაუხადა.