აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.
ადამ კინზინგერმა ილინოისის შტატის მე-16 ოლქში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, დანი ბჟოზოვსკი დაამარცხა. ადამ კინზინგერმა ამომრჩეველთა ხმების 65%-ი მიიღო.
აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.