ტელეკომპანია CNN-ის პროგნოზით, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში იმარჯვებს.
აღნიშნული შტატები აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში საერთო ჯამში 43 ხმას უზრუნველყოფენ.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.