„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ამ თამაშს მოვიგებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.