აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატები“ არჩევნების მოპარვას ცდილობენ.
„ჩვენ ვიგებთ, თუმცა ისინი არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ამის საშუალებას არ მივცემთ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის მიცემა არ შეიძლება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით განცხადებით გამოვა.
აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.