აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ზეიმისთვის ემზადება.
დონალდ ტრამპის თქმით, ის „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს ოჰაიოს, ტეხასის, ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილავანიის, მიჩიგანისა და ვისკონსინის შტატებში უსწრებს.
„ვემზადებით ზეიმისთვის. ყველაფერს ვიგებთ. ფენომენალური შედეგი გვაქვს. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში. ეს დიდი წარმატებაა. მოქალაქეების აქტივობა რეკორდული იყო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღცევნებში თაღლითობას ჰქონდა ადგილი და აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
„ეს დიდი თაღლითობაა. გვსურს, რომ კანონი სათანადოდ აღსრულდეს. ამიტომაც აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მივმართავთ, რათა ხმის მიცემის პროცესი შეჩერდეს. არ გვსურს, რომ „დემოკრატებმა“ დილის 4 საათზე ახალი ბიულეტენები იპოვონ და სიაში ჩაამატონ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.