„როგორც ჩანს, ოპოზიციას ინსტრუქცია აქვს მიღებული და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამერიკის საელჩოს“

„როგორც ჩანს, ოპოზიციას ინსტრუქცია აქვს მიღებული და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამერიკის საელჩოს“

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“, პროპორციული წესით, ხმების 48.15% მიიღო. ამ შედეგით, პარტია, ჯამში, პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს - ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს. აქ ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს.

კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, „ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 16 ოლქში უნდა გაიმართოს, ოპოზიციამ ბოიკოტი ერთსულოვნად გამოუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მეორე ტური მაინც გაიმართება.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მიუხედავად, ისინი მეორე ტურში კანდიდატურას მაინც ვერ მოხსნიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება და კანდიდატურასაც ვერ მოხსნიან. ეს კანონით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში უკვე, მათი ამომრჩეველი მოტივირებული აღარ იქნება. როგორც ჩანს, ოპოზციამ ჩათვალა, რომ ასეთი ქმედება პოლიტიკურად ხელსაყრელია, ვიდრე პარლამენტში შესვლა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს ნებისყოფა და რწმენა, მორალურად გატეხონ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა.

„პირადად მეც და „ევროპული საქართველოს“ გუნდიც ასეთ საკითხებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საპარლამენტო ცხოვრებას და სახელმწიფო ინსტიტუტებში მონაწილეობას, როდესაც უმცირესობაში ხარ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც მწარე მარცხი მიგვიღია, მათ შორის, არალეგიტიმური მეთოდებით. ამის გამო ან ემოციურად, ან რას იტყოდნენ ჩვენი ამომრჩევლები, არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება რადიკალურ მომხრეს არ მოეწონოს. ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები იმისთვის, რომ მოვახდინოთ იზოლაცია ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის და ადამიანის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - აცხადებს გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს ახლად შექმნილი პარტია „ლელოც“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„არჩევნები არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა პოლიტსაბჭომ და გადაწყვიტა, რომ არ შევა პარლამენტში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აი, „გირჩი“ კი სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ სხვები უარს იტყვიან მე-10 მოწვევის პარლამენტის მანდატზე, მაშინ „გირჩიც“ ანალოგიურად იმოქმედებს.

„ქუჩის პროცესები არის კარგი, ეს არის პოლიტიკური წნეხი ხელისუფლებაზე, რომ აღიარონ ჩადენილი დანაშაული. საბოლოო მიზანი არის ვადამდელი არჩევნების მიღება. სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პროცესებს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მასშტაბური იყო დარღვევები, იყო მოსყიდვა და დაშინებაც“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მას აქვს „ქეისები“, როგორ გაყალბდა არჩევნები.

„მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“, როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები. დიდუბე-ჩუღურეთში მე დამაკლდა 100 ხმა და ანა დოლიძეს მოუმატეს 2057 ხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოკლებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს. მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია ერთ ენაზე ლაპარაკობს.

„ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ სრულიად ოპოზიცია ლაპარაკობს ერთ ენაზე, ლაპარაკობს ერთი და იგივეს. ტყუილად ნუ ექნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი, რომ ეს არჩევნები რამენაირად ლეგიტიმურად ჩაითვლება, იმიტომ, რომ როცა არც ერთი პარტია პარლამენტში არ შედის და ამაზე განცხადებას ღიად აკეთებს, საქართველოს ეყოლება ჩრდილო კორეის მსგავსი პარლამენტი და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აუცილებლად გაგრძელდება აქციები და პროტესტის ყველა სხვა ფორმა, რომელიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები, სადაც აღარ მივცემთ ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შანსს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტად მონათლული ოპოზიციური პარტია, „პატრიოტთა ალიანსი“, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ვადამდელი არჩევნების გამართვას მოითხოვს და არც პარლამენტში შესვლას აპირებს.

„არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის თქმით ხვალინდელი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრი აშშ-ს ნეოლიბერალური ძალების გავლენის ქვეშაა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას.

„საქმე ისაა, ქვეყნის გარეთ რა მოხდება. 3 ნოემბრის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდად იქნება განმაპირობებელი, ვინაიდან ქართული პოლიტიკურ სპექტრი, ძირითადად, ამერიკის ნეოლიბერალური ძალების ქვეშ არის მოქცეული. ამ შემთხვევაში, ცხადია, სიტუაციას დაძაბავენ და ეს საფრთხე მოსალოდნელიც იყო. „ევროპული საქართველო“ ამერიკულ ძალებთან ყველაზე ახლოს არის და, როგორც ჩანს, ინსტრუქცია მიღებული აქვთ. ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ისინი ამერიკიის შეერთებული შტატების საელჩოს, რაც თავისთავად ძალიან ცუდი რამის მაჩვენებელია. ეს არ არის პოლიტიკური სიმწიფე, ეს არის მცდელობა ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად. ცუდში ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იქნას გამოწვეული. როგორც წესი, ასე პოლიტიკოსები არ იქცევიან. მე მომწონს თუ არა ეს შედეგები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ ხალხის განწყობა არ შეცვლილა“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება ბოიკოტით სარგებელი ნახოს.

„ოპოზიციამ ხმების თითქმის 40%-მდე აიღო. ბუნებრივია, ისინი ბოლომდე ეცდებიან სარგებელი ნახონ. თუმცა, არ ვიცი ვინ აყვება ვინ - არა“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

ექსპერტის თქმით, „ოცნებამ“ მცდარი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი.

„ოცნებამ“ საკმაოდ მცდარი წინა საარჩევნო კამპანია აწარმოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არ იყო გამართლებული, ეს არ იყო შორსმჭვრეტელი პოლიტიკა და ვფიქრობ, ამ შეცდომებმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც „ქართულმ ოცნებამ“ მიიღო. ამ პერიოდში ყველა ძალის იგნორირებასა და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდას ვხედავდით. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას საკუთარი ბერკეტები გამოეყენებინა, პირიქით, 2012 წლიდან, ფაქტობრივად გააცოცხლა და ფეხზე დააყენა „ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

პოლიტიკური ძალები, რომლებიც წლებია პარლამენტში შესვლაზე ოცნებობდნენ, იტყვიან თუ არა უარს ახლა მანდატებზე, გიორხელიძე ასე პასუხობს:

„ამ პარტიების უმრავლესობა ხელისუფლების მხარდაჭერით არსებობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები არიან, ერთი-ორის გარდა. წესით, მანდატებზე უარის თქმა არ უნდა აწყობდეთ, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედებენ. ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ უნდა აწყობდეს, რადგან პოლიტიკა გრძელვადიანი თამაშია. თუკი ნაცები ასეთი დიდი პროცენტით შევლენ, ფაქტობრივად, როგორც კი ხელისუფლების ცვლილების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ხელიფუსლება მათ უნდა გადაიბარონ. ეს არის გრძელვადიანი ხედვა, ჩემი როგორც პოლიტიკის კარგად მცოდნისა. ასე რომ, მე ნაციონალების ადგილზე ასეთ სისულელეს არ გავაკეთებდი. „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნები წააგო და გამოჩნდა, რომ მათ პერსპექტივა არ გააჩნიათ. ისინი ვერასდროს შეძლებენ ნაცების წინ დადგომას. ვნახოთ, ვინ გაამართლებს და ვინ ვერა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრიას დემურ გიორხელიძემ.

kolxi ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის, ვისაც როგორ უნდა ისე ბაირამობს...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საერთოდ არ უნდა მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ ე.წ. დემოკრატული პროცესი ანუ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ხელისუფლებისათვის ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად მიმაჩნია!!! მაგრამ ვერ მოვისვენე და მაინც ჩავერთე პროცესში, ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი სახელმწიფოა და უფლება არ მაქვს მონაწილეობა არ მივიღო იმის განხორციელებაში რა მოვალებასაც ეს სახელმწიფო დღეს მაკისრებს! და რადგან "დავით გარეჯთან", "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან" "მართლმადიდებლურ რწმენასთან - ეკლესისთან"დაკავშირებულ საკითხებში "პატრიოტთა ალიანსის" პოზიციას ვიზიარებ, ხმა "პატრიოტთა ალიანსს" და მის მაჟორიტარობის კანდიდატს მივეცი! ახლა ანუ 2 დღის შემდეგ უკვე ვინანე!
"პატრიოტთა ალიანსი" არის ტიპიური პოლიტიკური პარტია! ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ პარტიაში კარგად იციან რომ მათთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვან გაყალბებას არ ჰქონია ადგილი. ამას მოწმობს მაჟორიტარულ ოლქებში მათი უძლიერესი კანდიდატების ძალიან უსუსური შედეგები - ქალბატონი ინაშვილი - 7,63% (4990 ხმა), ბატონი მერაბ ჭიქაშვილი -4,04% (2879 ხმა). რა გაყალბებაზეა აქ სუბარი, 1000 ხმა წაართვეს თუ 2000??!! ამ შედეგების ექსტრაპოლიაციით პროპორციულ არჩევნებში მათი შედეგი - 3% -ზე ცოტა მეტი სავსებით კანონზომიერია! ვიმეორებ, საკმაოდ განათლებული და გონიერი ადამიანები არიან და მათი მიღებული შედეგის კანონზომიერებაში შინაგანად დარწმუნებული არიან, მაგრამ კლასიკური პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აპრიორი ყველა სხვა ინტერესზე, მათ შორის სახელმწიფო ინტრესზეც მაღლა დგას, ვალდებული არიან გაუთავებლად ილაყბონ გაყალბებაზე, რომ არჩევნებს არ ცნობენ და პარლამენტარის მანდატების მიღებას არ აპირბენ. არც იმას თაკილობენ, რომ მათთვის დეკლარირებულად და იდეოლოგიურად მიუღებელ პოლიტიკურ ძალებთან (ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი...) პარალელურ რეჟიმში სახელმწიფოს საფუძვლების წინააღმდეგ მიიტანონ იერიში!!! ნუთუ იმის მაინც არ ერიდებათ, რომ მათი ასეთი მოქმედება ყველა ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ლიბერასტული ძალების დესტრუქციულ პოზიციასთან სრულ უნისონშია?! ამიტომ მეზიზღება, დემოკრატია და მისი განუყოფელი ატრიბუტი - ნებისმიერი პოლიტიკური პარტია!
4 წლის უკან
Lolo47 kolxi მაინტერესებს რომელ დროს გულისხმობთ, როდის იყო სახელმწიფო? იმაში კი ნამდვილად გეთანხმებით - ვისაც როგორ უნდა, ისე ბაირამობს. და ვინ არის ამაში მთავარი დამნაშავე? რასაკვირველია, დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც არაფერი იღონა მთელი 8 წლის განმავლობაში, რომ ნაცხროვა ყოველმხრივ გაექროთ რადარებიდან (დავესესხები ე.წ. პოლიტიკოსების გაცვეთილ, უნიჭოდ მოფიქრებულ ტერმინოლოგიას).
4 წლის უკან
Lolo47 Aburjga Tasmanieli სრულიად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებებსა და საწუხარს, თუმცა, არა ნიშნის მოგებით, თქვენგან განსხვავებით დიდი ხანია მივხვდი, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია და ე.წ. პოლიტიკოსები „გახვრეტილ შაურადაც“ არ ღირან. რაც შეეხება მათ „საკმაოდ განათლებულობასა და გონიერება“ აქ საპირისპირო მოსაზრების ვარ თქვენგან განსხვავებით. მშურს თქვენი გულუბრყვილობის! (საწყენად ნუ მიიღებთ „გულუბრყვილობას“, სიმპატიით ვარ განწყობილი თქვენს მიმართ)
4 წლის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - ხმის მიცემაზე თქვენი და ჩემი ქცევა დაემთხვა ერთმანეთს და მეც მასე ვინანე, როგორც თქვენ. ვფიქრობდი, იქნებ ნამდვილი ოპოზიციური პარტია დაბადოს-მეთქი, მაგრამ იმედები გაგვიცრუა პატრიოტთა ალიანსმა. დანარჩენი პარტიებიც ხომ არაფერს არ წარმოადგენენ!ასე რომ, ღმერთისა და მის მიერ გამოგზავნილი ბიძინას იმედზე ვრჩებით. სახელმწიფოს აშენებამდე კი ბევრი წყალი ჩაივლის.
4 წლის უკან
trampi ოცნება ახია თქვენზე ყველაფერი ახია.......
ის კი არადა ამ სისხლმოწყურებულმა ნაცებმა, ეს თალაკვაძე და მდინარაძე(სხვებიც) რომ ოპტომ შესანსლონ, ღირსებიც იქნებიან, ღირსები და ალალიც ნაცებისთვის
აუუუუუ რას გადაყლაპავენ ნაცები მაგათ--- თვალს არ დაახამხამებენ
ხუმრობა ხომ არა---- 8 წელი სისხლი მოენატრათ სისხლი, ადამიანის სისხლი
4 წლის უკან
trampi და თუ ამერიკაში ჩემმა სეხნიამ არ გაიმარჯვა, მასეც მოუწევთ
4 წლის უკან
trampi ძლივს.....................
კენტ ბრაუნის მერე პირველად ვნახე ამერიკის ელჩი, რომ ობიექტური აღმოჩნდა....მალადეც მაგას
არადა არჩევნებში დიდი შიში მქონდა მაგისი, მეგონა ეგეც ლიბერალ--ფანდარასტ--მიშისტი იყო
ეტყობა ბოკერიამ ვერ დაკერა
4 წლის უკან