თურქეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, 994-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, აქედან 147 ადამიანი კლინიკებში რჩება.
ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ამასთან კიდევ 1 400-მდე ბიძგი დაფიქსირდა. ქალაქში 20-მდე შენობა დაინგრა. მაშველები იზმირს ნანგრევებისგან ასუფთავებენ.
ეგეოსის ზღვაში, 30 ოქტომბერს, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.