დონალდ ტრამპი ვენაში მომხდარ ტერაქტზე: უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

დონალდ ტრამპი ვენაში მომხდარ ტერაქტზე: უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

აშშ-ს პრეზიდენტი ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ეხმიანება. „ჩვენ ვლოცულობთ ვენის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ევროპაში ტერორისტთა მორიგ სამიზნედ იქცნენ. თავდასხმები უდანაშაულო ადამიანებზე უნდა შეწყდეს. აშშ-ი მხარს უჭერს ავსტრიას, საფრანგეთს და მთელ ევროპას ტერორისტებთან, მათ შორის, რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლაში“, -წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

ავსტრიის დედაქალაქში სროლების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.

ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია.