ამერიკის შეერთებულ შტატებში უპრეცედენტო წინასაარჩევნო აქტივობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება, თუმცა წინასწარი კენჭისყრის უფლებით უკვე 90 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სრული აქტივობის 65%-ს შეადგენს.
ექსპერტების პროგნოზით, წლევანდელი აქტივობა 2016 წელზე გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ამომრჩეველთა მხრიდან დიდი ინტერესი ფიქსირდება.
ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ხმა ფოსტის მეშვეობით მისცა, ნაწილი კი წინასწარი კენჭისყრისთვის განკუთვნილ საარჩებნო უბანზე მივიდა.
საზოგადოებრივი აზრის ეროვნულ კვლევებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი ლიდერობს. იგი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველ და 2 ნოემბერს 10 ყრილობას გამართავს. კერძოდ, ტრამპის მიტინგები გაიმართება მიჩიგანში, აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვისკონსინში, პენსილვანიასა და ჯორჯიის შტატში.
პენსილვანიაში დღეს ყრილობას ჯო ბაიდენიც გამართავს. აღნიშნულმა შტატმა, თავისი სიდიდით და საარჩევნო კოლეგიაში ხმათა რაოდენობით, შესაძლოა არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.