მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ამომრჩეველთა ხმების 33,8% დააგროვა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაია სანდუს კი მხარი 34,7%-მა დაუჭირა.
პრეზიდენტის პოსტისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერავინ შეძლო.