თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 დაშავდა.
მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე 67 აფთერშოკი დაფიქსირდა.
ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.