საოცრად გემრიელი სწრაფი პიცა სოკოთი და ლორით

საოცრად გემრიელი სწრაფი პიცა სოკოთი და ლორით

ინგრედიენტები

ფქვილი - 650 გ

საფუარი - 14 გ

შაქარი - 2 ჩ/კ

ტომატის სოუსი - 8 ს/კ

ხმელი ორეგანო - 2 ჩ/კ

ქამა სოკო - 125 გ

ძეხვი "სალიამი" - 50 გ

ლორი - 80 გ

პომიდორი - 75 გ

მოცარელა - 350 გ

ბაზილიკი - 10 ფოთოლი

მომზადების წესები

ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და 0,5 ჩ/კ მარილი. დაუმატეთ დაახლოებით 350 მლ თბილი წყალი და სწრაფად მოზილეთ რბილი, მაგრამ არა წებოვანი ცომი (თუ საჭიროა, დაუმატეთ მეტი ფქვილი, ან პირიქით - წყალი). მოზილეთ ცომი მაგიდაზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დააგუნდავეთ და გააჩერეთ 15 წუთ.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ლითნის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ტომატის სოუსს შეურიეთ ორაგანო. გაყავით ცომი 4 გუნდად, გააბრტყელეთ თითოეული თხელ ფირფიტებად, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.

ზემოდან მოასხით თანაბრად სოუსი, შემდეგ კი დანარჩენი ინგრედიენტები: სოკო, ლორი, სალამი, პომიდორი, დაჭრილი ყველი. შედგით პიცა ღუმელში დააცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.

გამომცხვარ ცხელ-ცხელ პიცას მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები.