მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

მედია: პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია

პირი, რომელმაც ნიცაში მდებარე ტაძარში თავდასხმა განახორციელა, 21 წლის ტუნისელია. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე ბრაჰიმ აუისაუიზე, რომელიც საფრანგეთში იტალიის გავლით ოქტომბერში ჩავიდა.

საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, რა დროსაც ის დაიჭრა და ახლა ჰოსპიტალში იმყოფება. მის ვინაობასა და მოტივებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.