ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დელავერის შტატში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა.

ჯო ბაიდენი ქალაქ უილმინგტონში მდებარე საარჩევნო უბანში მეუღლესთან ერთად მივიდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

24 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში გააკეთა. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ხმა მისცა ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია“.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.