თეთრი სახლის ლიდერი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარსზე გაგზავნას შესანიშნავ იდეად მიიჩნევს. ამის შესახებ მან არიზონაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მიტინგზე ტრამპმა მარსზე პირველი ასტრონავტის გაგზავნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წითელ პლანეტაზე შესაძლოა ფეხი პირველად ქალმა დადგას. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მას მარსზე ნენსი პელოსის გაგზავნა შესთავაზა, რამაც ტრამპი მხიარულ განწყობაზე დააყენა.
„ნენსი პელოსი? მოდით, ეს ნენსი პელოსი იყოს. ეს უბრალოდ შესანიშნავი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.
აშშ-ში საპარლამენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.