პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სოციოლოგია გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნების“ გამარჯვება უალტერნატივოა. მაგრამ იგივე სოციოლოგია იმასაც გვეუნება, რომ 20%–იანი მხარდაჭერა ექნებათ ნაციონალებსაც. ამასთან, პოლიტოლოგის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რთული ფიგურაა ღარიბაშვილი, მით უმეტეს თავდაცვის მინისტრად მყოფმა ღარიბაშვილმა ისეთ თემაში დასდო ბრალი „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორიც არის მიწების გასხვისების საქმე.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა; წალკაში ახალი ზელანდიელების დაყაჩაღება, ეს ოჯახი იქ წლებია ცხოვრობს, მაგრამ აქამდე მათთვის არავის არაფერი დაუშვებია. თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის და ოპოზიციის განცხადებებს, როგორ ფიქრობთ, ყაჩაღობის ფაქტები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან?
რამაზ საყვარელიძე: სანამ კონკრეტული გამოძიება არ დაადგენს, რომ დანაშაული კონკრეტული პოლიტიკური მიზეზით მოხდა, იქამდე რაიმეს თქმა ძნელია. ის, რომ პოლიტიკოსები მომხდარ დანაშაულს გამოიყენებენ, ეს კიდევ მეორე მხარეა. მომხდარი დანაშულის გამოყენების თვალსაზრისით, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ სულ გვესმის მთავრობისგან, რომ ეს სტატისტიკა უკეთესობისკენ არის შეცვლილი. მაგრამ ერთეულ ფაქტებზე ფოკუსირება და განსაკუთრებით მედიაში, ქმნის იმ განცდას, რომ აი, ინგრევა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამას ოპოზიციაც გამოიყენებს თავის სასარგებლოდ.
ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ბანკის დაყაჩაღება შესამჩნევი მოვლენაც აღარ არის, იმდენად ჩვეული რამ არის იგივე ამერიკის სინამდვილეში. იგივე ამერიკის სინამდვილეში პრეზდენტი მოკლეს, მაგრამ ამით სახელმწიფოს თაობაზე კითხვის ნიშანი არ გაჩენილა. აგრძელებს სახელმწიფო არსებობას და აგერ ტრამპს და ბაიდენს აჩხუბებს ერთმანეთს. შეიძლება რაღაცა ფაქტი გამოიყოს, ყურადღების ცენტრში მოექცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სახელმწიფოს დაშლაზე და შეცდომებზე არაფერს ამბობს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევებში სახელმწიფომ მოახერხა უსისხლოდ გადაეწყვიტა ეს თავდასხმა და რამდენიმე დღეში გაიხსნა საქმე. სახელმწიფომ არ მიუშვა პროცესი. იმ ხელისუფლებიდან, რომელიც თავად ჩადიოდა დანაშულს, კრიტიკა, რომ კრიმინალი მიუშვესო, ძალიან პოლიტიზირება გამოდის. ამ ჯგუფს, რომ დანაშაულზე ლაპარაკის უფლება არ უნდა ჰქონდეს, ამაზე მსჯელობა ზედმეტია.
ესებუას იდენტიფიცირებამდე, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბანკზე თავდასხმა განახორციელა მოქმედმა სამხედრომ, რაც მათი აზრით, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სისუსტეს. დავუშვათ, მოქმედმა სამხედრომ ჩაიდინა დანაშაული, აქ თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი სად იკვეთება? მით უმეტეს ამაზე საუბრობს ის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის ლიდერი ბრალდებულია უმძიმეს დანაშაულებში: შს მინისტი ღიად ითხოვდა ორ გვამს, თავდაცვის მინისტრი ბარალდებულია, კუდ–ის უფროსმა საკუთარი ხელით დახვრიტა სამგორის მეტროსთან 3 უდნაშაულო ახალგაზრდა და ა.შ. მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტოს წინააღმდეგ?
– რა თქმა უნდა, ისედაც, ღარიბაშვილი რთული ფიგურაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მით უმეტეს თავდაცვის მინისტრად მყოფმა ღარიბაშვილმა ისეთი თემა წამოწია და ისეთ თემაში დაედო ბრალი „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორიც არის მიწების გასხვისების საქმე. ბრძოლა არის ორივე მხარის შეტევა. ორივე მხარე ჩვეულ იარაღს ხმარობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული იარაღი არის მაგ ტიპის ბარალდები, რასაც ვისმენთ. სრული ტენდენციურობა, რაც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამადაც სახეზეა და რისთვის? იმისთვის, რომ დარტყმა განახორციელონ იმ მინისტრზე, რომელიც თვითონ უტევს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ამ შემთხვევაში, ბუნებრივია დაპირისპირება. მათი მსჯელობა, რომ რამე არგუმენტაციას ეყრდნობოდეს, მაშინ გასაგებია, მაგრამ არგუმენტების და ლოგიკის გარეშე, მარტო იმიტომ, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, მინისტრზე გადასვლა, რბილად რომ ვთქვათ, არაფრის მომტანი არ არის. ამერიკაში ბევრი დანაშაული ხდება სამხედროების მიერ, მაგრამ მინისტრი არ მიდის. ეს სტილი, რომ თუ ჯარისკაცმა ჩაიდინა დანაშაული, უნდა მოვკითხოთ მინისტრს, ეს საბჭოთა სტილი იყო. საბჭოთა მიდგომის მემკვიდრეები გამოდიან ნაციონალები.
ღარიბაშვილმა, როგორც შს მინისტრმა გამოააშკარავა „კასრების საქმე“, მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა უმძიმესი ბრალის წაყენება საქართველოს პრეზიდენტისთვის, თავდაცვისა და შს მინისტრების, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ. თუმცა, მაშინ სამინიზნე არ იყო ღარიბაშვილი, დღეს ვხედავთ, რომ მთლიანად თავდაცვის სამინისტრო არის სამიზნე, ეს პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის საქმეს?
– თქვენ შესანიშნავად ჩაამწკრივეთ ის მოვლენები, რომელიც ღარიბაშვილს უკავშირდება. ის ნაღმები რომელიც ღარიბაშვილმა აუფეთქა „ნაციონალურ მოძრაობას“, თავისთავად მიუღებელი და სამიზნეში ამოსაღები უნდა იყოს ნაციონალებისთვის. მით უმეტეს ამას დაამატა გარეჯის გასხვისების თემა და დასკვნაც, რომ ეს ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დასკვნაც დადო. ასეთი ფიგურა რომ მტრად არის აღქმული, გასაკვირი არ არის. ივანიშვილმა მხოლოდ არჩევნები მოიგო და აქამდე მტრად ჰყავთ გამოცხადებული ნაციონალებს. ღარიბაშვილმა ამდენი ფაქტი ამოატივტივა და, რა თქმა უნდა, მტერია ნაციონალებისთვის და მასზე ეცდებიან ნადირობას, მაგრამ ის, რომ სამხედრო ფორმიანმა პირმა დააყაჩაღა ბანკი, ნამდვილად ვერ გადაწონის იმ ბრალდებებს, რაც თვითონ ღარიბაშვილს აქვს წამოყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
თავდაცვის უწყებასთან პოლიტიკური დაპირისპირება რამდენად მძიმედ შეიძლება აისახოს ქვეყნაზე? პოლიტიკური ჯგუფი არის დესტუქციაზე ორიენტირებული და როდესაც უპირისპირდებიან ქვეყნის უსაფრთხოებას, სად ჩანს მათი სახელმწიფოებრივი აზროვნება?
– სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩანს იმაში, როგორ ცდილობენ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ სახელმწიფო. ეს ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებაა, მაგრამ მასშტაბი ხომ ჩანს? კითხვის ნიშანი ვისზე გვიჩნდება? იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ტერიტორიები გაასხვისა; იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ომი დაიწყო 5 დღეში წასაგებად; ვინც ბრძოლის ველზე დატოვა ჯარისკაცები ბედის ანაბარა და ვინც დაიღუპა, ისინი - დაუმარხავად; ვინც სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა - ამ პოლიტიკურ ძალაზე ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანას რა დღეში აგდებენო?!
რა თქმა უნდა, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გადაუსვამენ ხაზს. ქვეყნის ბედ–იღბალი მათთვის ბარიერი არ არის, სამწუხაროდ. სამწუხარო ის კი არ არის, რომ ამ პოლიტიკოსებისთვის არ არის ბარიერი, სამწუხარო ის არის, რომ ადამიანების 20% არ იმჩნევს ამას და მხარს უჭერს ამ პარტიას. პრობლემა მხარდამჭერებშია, თორემ თვითონ პარტია ყველანაირი შეიძლება ამოტივტივდეს.
ასეთი ოპოზიცია ერთის მხრივ კომფორტია, რადგან ახანგრძლივებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ კარგად იცის, ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო, ამბობენ, რომ ესებუას თემა არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტი. ასეთი ოპოზიცია არის ალიბი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო?
– სოციოლოგიაც გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნების“ გამარჯვება უალტერნატივოა, მაგრამ იგივე სოციოლოგია იმასაც გვეუნება, რომ 20%–იანი მხარდაჭერა ნაციონალებსაც ექნებათ და „ქვეყანა არის ჩამოქცეული“, ეს რიტორიკა იმ 20%–სთვის სჭირდებათ. წინა არჩევნებისგან განსხვავებით ცოტათი მოიმატა ნაციონალების ამომრჩეველმა, ეს რის ხარჯზე? – უფრო მკაფიო გახადეს თავიანთი რიტორიკა, აგრესიულობა.
“გამოკითხულთა 31 პროცენტი მისაღებად მიიჩნევს ქვეყნის სათავეში ძლიერ ლიდერს, რომელსაც არ დასჭირდება კონგრესისთვის ანგარიშის გაწევა და ხელახლა არჩევაზე ფიქრი”, _ განაცხადეს ალბერტუსმა და გროსმანმა. სხვა სიტყვებით, ასე ფიქრობს ამერიკელთა მესამედი. და, თუ ისინი ფაქტის წინაშე დადგებიან, შეიძლება ავტორიტარიზმის მომხრეებმა მოსახლეობის ნახევარიც კი შეადგინონ.
ასეთი ტენდენციაა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოში."