ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ისლამისტური სეპარატიზმის საფრთხე არსებობს და რომ ისლამი კრიზისშია.
„1.9 მილიარდი მუსლიმის შეურაცხყოფა ექსტრემისტების მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულების გამო გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს მხოლოდ ხელს უწყობს ექსტრემიზმის გაღვივებას. მუსლიმები კოლონიალისტური რეჟიმებისა და მათი მოკავშირეების მიერ გავრცელებული სიძულვილის კულტის პირველი მსხვერპლები არიან“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.