სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა.
თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.
ერევანის მტკიცებთ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები საზავო შეთანხმების პირობებს მკაცრად იცავენ და ოფიციალური ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.
ზავის რეჟიმი მთიან ყარაბაღში დღეს 08.00-დან ამოქმედდა.