აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთია,“-აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.