ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება.
Ahram Online-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არჩევნები 14 პროვინციაში ჩატარდება.
ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება 24-25 ოქტომბერს მიეცემათ. 7-8 ნოემბერს კი არჩევნები დარჩენილ 13 პროვინციაში გაიმართება.
წლევანდელი არჩევნები შეცვლილი კანონმდებლობით ტარდება.
მომავალი საკანონმდებლო ორგანო 596 მანდატიანი იქნება. აქედან 568 დეპუტატი მანდატს არჩევნების გზით მიიღებს, 28 მანდატს კი პრეზიდენტი გასცემს. მანდატების 25 პროცენტი წილად ქალებს უნდა ხვდეს.