25 ოქტომბრიდან საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონში, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, კომენდანტის საათი ამოქმედდება. შეზღუდვა არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ. როგორც მთავრობაში განმარტავენ, კომენდანტის საათი ფართომასშტაბიანი ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.
საბერძნეთში ამ დროისთვის კორონავირუსი 28 216 ადამიანს დაუდასტურდა, 543 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.