აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოეს კვირებში იქნება მზად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც მალე გამოჩნდება. ვაქცინა მზად არის. ამის შესახებ რამდენიმე კვირაში გამოვაცხადებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებით ქვეყნის დახურვის ინიციატივით არ გამოდის.
„ერთადერთი, რაზეც ბაიდენი საუბრობს, ქვეყნის დახურვაა. ჩენ არ ვაპირებთ ქვეყნის დახურვას“, - განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში.
„ვირუსის მოსვლა ჩემი ბრალი არ არის. ეს ჩინეთის ბრალია“, - დასძინა მან.
აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.